კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჯერარდ პიკემ ისაუბრა ესპანეთის ნაკრებში მის თანაგუნდელ ხორდი ალბაზე. ცენტრალური მცველის თქმით, “ვალენსიაში” მობურთალი ძალიან მაღალი დონისაა და იგი “ღამურების” რიგებში გამოსვლაზე ბევრად მეტს იმსახურებს.
“ალბა ბრწყინვალე ფეხბურთელია და გაცილებით მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში. “ვალენსია” მშვენიერი გუნდია, მაგრამ ხორდი ბევრად მეტს იმსახურებს. მე მას ვესაუბრე და ვურჩიე “ბარსელონაში” გადმოსვლა. რა თქმა უნდა არ მინდა რაიმე ზეწოლა მოვახდინო მასზე ან ვაიძულო ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმის მორგება; უბრალოდ მეგობრული რჩევა მივეცი. საბოლოო გადაწყვეტილებას ალბა თავადვე მიიღებს.” –განაცხადა პიკემ.



