მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სრნა: “მესი მარადონაზე, ვან ბასტენზე და ყველა სხვაზე უკეთესია”

სრნა: “მესი მარადონაზე, ვან ბასტენზე და ყველა სხვაზე უკეთესია”

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი დარიო სრნა თვლის, რომ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესოა, ვისაც კი ფეხბურთი უთამაშია. სრნამ ასევე ისაუბრა ესპანეთის ნაკრებზე და მათ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსებზე.

 

“კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მესის, რომელმაც თავისი თამაშით უკვე დიეგო არმანდო მარადონას, მარკო ვან ბასტენს და ყველა სხვას აჯობა.”

 

“რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რადგან იქ მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი “ბარსელონაში” გამოდის–კლუბში, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე ბადალი არ ჰყავს. საუკეთესო ესპანელი მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც გამოვსულვარ? ასეთები ბევრნი არიან, თუმცა მაინც ჩავის და ინიესტას გამოვარჩევდი.” –დაასრულა სრნამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში