ბარსელონას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ მოუწოდა ხალხს, რომ არ დაიჯერონ პრესაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ თითქოს ტიაგო სილვა კატალონიური გრანდის მთავარი სამიზნეა მიმდინარე სატრანსფერო წელს.
“-არ დაიჯეროთ, რომ ტიაგო სილვა ჩვენი პრიორიტეტია. ასეთმა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა.ვინტერესდებით თუ არა ამ ფეხბურთელით და საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია პრესაში, ამაზე საუბარი არ მსურს და შესაბამისად კომენტარსაც არ გავაკეთებ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ტიაგო სილვა ბრწყინვალე ფეხბურთელია.”


