მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების მცველმა პეპემ ერთმანეთს შეადარა თავისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი და ლიდერი ლიონელ მესი.
“ვფიქრობ, რონალდუ საუკეთესოა. იგი უფრო უნივერსალური ფეხბურთელია, ვიდრე მესი. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ამ ორი მოთამაშედან უკეთესის ამორჩევა, მაგრამ მაინც მგონია, რომ რონალდუ უფრო უნივერსალურია. ისე, როგორც კრიშტიანუ თამაშობს ბოლო რამდენიმე წელიწადია–ეს არანორმალურია. ის რაღაც რობოტია, მანქანაა.”
“ჩემი აზრით რონალდუ ღირსია, რათა წლის საუკეთესოდ აღიარონ. ჯერ–ჯერობით, არასოდეს არ გადაუციათ “ოქროს ბურთი” იმ ფეხბურთელისთვის, რომელმაც ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ვერც ქვეყნის ჩემპიონატი. მითუმეტეს, კრიშტიანუმ გადამწყვეტი გოლი გაუტანა “ბარსელონას” და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.” –ციტირებს პეპეს სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS–ი.




მძულს.ეს როჟა.არადა გულის სიღრმეში იცის რომ მესის ვერავინ შეედრება.