იტალიური “მილანის” ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა, რომლითაც დიდი ხანია დაინტერესებულია კატალონიის “ბარსელონა”, მზადაა გადაბარგდეს ესპანეთში და მოირგოს ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური.
როგორც გაირკვა, სილვას უკვე განუცხადებია “ბარსას” ხელმძღვანელობისთვის, რომ მზადაა დაიცვას ესპანური გრანდის ღირსება. როგორც კატალონიური გამოცემა “სპორტი” იტყობინება, ახლა კლუბები დაიწყებენ შეთანხმებას და სავარაუდოდ ტრანსფერიც შედგება.
სულ რამდენიმე ხნის წინ, წარსულში ცნობილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იწინასწარმეტყველა, რომ სილვა “ბლაუგრანაში” გადავიდოდა და ჯერ–ჯერობით ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის.


