მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ექიმებმა ტრავმირებულებზე ისაუბრეს

ექიმებმა ტრავმირებულებზე ისაუბრეს

ექიმებმა, რამონ კუგატმა და რიკარ პრუნამ გუნდი ყველა ტრავმირებულ ფეხბურთელზე გააკეთეს კომენტარი. ტიაგოსთვის, რომელმაც ტრავმა სეზონის ბოლო მატჩში მიიღო სპეციალური კურსი შეადგინეს.

კეუნკასთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ექიმები გუნდის სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც საუბრობდნენ: ”ჩვენ გვაქვს სპეციალური კურსი ტიაგოსთვის. მას მთელი ზაფხულის განმავლობაში დიდი შრომა მოუწევს. თავდაპირველად ის მაგნიტურ რეზონანს გაივლის, შემდეგ კი დღეში 2-ჯერ ვარჯიში მოუწევს, დილით და ღამით. ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ კვლავ შევაფასებთ მის მდგომარეობას და თუკი ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ ის ოლიმპიადაზე ითამაშებს”.

ფაბრეგასის ტრავმა

”სესკს სერიოზული ტრავმა არ აქვს, მაგრამ შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. ჩვენ ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების ექიმებს ვაცნობეთ, რადგან ის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს”.

დანარჩენი ტრავმირებულები

ალვესი ცდილობს ფორმაში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ლავიწი მოიტეხა. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მასინ ის სამშობლოში გაემგზავრება და იქ განაგრძობს მკურნალობას. ”სამშაბათს დაგეგმილია ტესტები, ჩვენ მისთვის სპეციალურ გეგმას ვამზადებთ, ვითვალისწინებთ რა მის თხოვნას ბრაზილიაში გამგზავრებაზე”.

ვილიაზე ექიმებმა განაცხადეს: ”ის ოპტიმალურ ფორმაში არაა, რათა ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა. ის მთელი ზაფხული იმუშავებს, რათა პრე-სეზონისთვის სრულად მზად იყოს”.

რაც შეეხება ანდრეუ ფონტასს: ”მისი პროცესი შესანიშნავად მიმდინარებს”. ბოლოსკ ი ექიმებმა ერიკ აბიდალზეც ისაუბრეს: ”საბოლოოდ ის გაწერეს საავადმყოფოდან, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში