მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბა ”ბარსელონას” უახლოვდება

ალბა ”ბარსელონას” უახლოვდება

ჟორდი ალბა სავარაუდოდ ”ბარსელონას” პირველი შენაძენი იქნება. ამაზე ვალენსიას წარმომადგენელი საუბრობს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული ალბათი.

”ვეჭვობ, რომ ”ბარსელონას” ალბა სურს, რადგან ის კატალონიელია და მარცხენა მცელის პოზიციაზე თამაშობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი დონის ფეხბურთელზე, ამიტომაც ნორმალურია, რომ ”ბარსა” მისით ინტერესდება” – განაცხადა ”ვალენსიას” ტექნიკურმა დირექტორმა, ბრაულიო ვასკესმა ”Radio Galega”-სთან საუბრისას.

ლოგიკურია, რომ ”ვალენსია” ფეხბურთელში რაც შეიძლება დიდი თანხის აღებას შეეცდება. პრიმერას მესამე გუნდის ხელმძღვანელები ვაჭრობას 15 მილიონი ევროდან იწყებენ, ”ბარსა” კი 10 მილიონ ევროს იხდის. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები შემდეგ კვირამდე არ იქნება, რადგან ”ვალენსიას” პრეზიდენტი, მანუელ ლიორენტე და მისი დამხმარეები ამერიკაში იმყოფებიან.

იმის შესახებ, რომ ალბა ”ბარსელონასთან” ძალაინ ახლოსაა ფეხბურთელის აგენტის სიტყვებიდანაც ჩანს: ”როცა შენი მომავალი გაურკვეველია, მაშინ ასეთი სიტუაცია არაკომფორტულია. ჟორდის გარკვეული გეგმები აქვს”.

სიტუაცია უახლოეს კვირაში გაირკვევა. ”ვალენსიას” მოუწევს თანხის დაწევა, თუკი ფეხბურთელის გაყიდვა სურთ. კატალონიური ”Sport”-ის ცნობით ”ბარსელონამ” გადაიფიქრა გარეტ ბეილის შეძენა, რადგან ”ტოტენჰემი” არარეალურ თანხას ითხოვს. კლუბს ერთ ფეხბურთელში 40 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

ჟორდი უკვე შეუთანმდა ”ბარსას”, თუმცა კლუბებს შორის ბევრი საუბარი იქნება. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის საბოლოო ფასი 12 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით მისი კლიენტი კლუბზე ზეწოლას არ მოახდენს ფინანსური საკითხის გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში