მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვა საქმეს შეუდგა

ტიტო ვილანოვა საქმეს შეუდგა

ჯერ კიდევ სეზონი არ დასრულებულა, თუმცა ტიტო ვილანოვა შეუდგა გუნდი სრულფასოვან მართვას. ნელ-ნელა, სუბისარეტასთან ერთად ის გადაწყვეტს, თუ ვინ დატოვებს გუნდს და ასევე ვისი შეძენაა აუცილებელი იმისთვის, რომ გუნდში ახალი სისხლში შევიდეს.

”Palau Sant Jordi”-ს დარბაზში სიმბოლური გაცილების შემდეგ პეპმა, ისევე როგორც 2008 წელს რაიკაარდმა სრულად დაუთმო ტიტო ვილანოვას ასპარეზი, რათა ახალმა მწვრთენლმა რაც შეიძლება სწრაფად მოასწროს გუნდის საკუთარ ხედვაში გადაყვანა.

ხვალინდელი დღიდან ტიტო ვილანოვა და ანდონი სუბისარეტა შეუდგებიან პრე-სეზონისთვის მზადებას. ამავდროულად ხოსეპ მარია ორობიგტი კონტრაქტს თავად ”ბარსელონას” ახალი მწვრთნელისთვის მოამზადებს.

კალენდარი და ტრანსფერები

პირველ რიგში უნდა გადაწყდეს, თუ რამდენ შეხვედრას გამართავს გუნდი პრე-სეზონში, ასევე უნდა აირჩეს მეტოქეები. 16 ივლისს ”ბარსას” ფეხბურთელები ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშს დაიწყებენ, რათა პრიმერას დასაწყისისთვის მოემზადნონ, რომელიც 18 ან 19 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ყველაზე რთული საკითხი წამსვლელი და მომსველი ფეხბურთელების არჩევაა. პრიორიტეტი ცენტრალური და მარცხენა მცველების ყიდვაა. გუნდი თავდამსხმელს არ იყიდის, რადგან დავიდ ვილია პრე-სეზონისთვის სრულად მზად იქნება, პედრომ კი ფორმა დაიბრუნა და ძირითადში მოსახვედრად იბრძოლებს. ამას გარდა კუენკა, ტელიო და დეულოფეუ დახმარებისთვის მზად არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში