workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბიელსა: “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა”

ბიელსა: “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა”

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა, სამეფო თასის ფინალში კატალონიელთა მეტოქის, ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი მაინც მიიჩნევს, რომ გუარდიოლას გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა.

“ბარსელონა” კვლავ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. კატალონიელთა შემადგენლობაში ლიონელ მესი თამაშობს, რომელსაც პრობლემების უმრავლესობის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლია. არგენტინელის შეჩერებას ყველა ხერხით შევეცდებით.

ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვის ვათამაშებ ძირთად შემადგენლობაში. თუ მოგება გვსურს, ყველა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა აჩვენოს” – აცხადებს მარსელო ბიელსა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალი დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward