”ბარსელონას” მეორე მეკარე, ხოსე მანუელ პინტო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის თასის შეხვედრებში 720 წუთი დაჰყო მოედანზე. პიკემ და პუიოლმა თითო-თითო შეხვედრა გამოტოვეს.
ვიქტორ ვალდესი და იბრაჰიმ აფელაი კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ესპანეთის თასის შეხვედრებში 1 წუთიც კი არ გაუტარებიათ მოედანზე. ”ბარსამ” 4 ორმატჩიანი დუელი გამართა: ”ოსპიტალეტი”, ”ოსასუნა”, ”რეალი” და ”ვალენსია”.
მესი მე-10 ადგილზე
წუთების რაოდენობით, რომელიც ლეომ ესპანეთის თასის შეხვედრებში დაჰყო თანაგუნელებს შორის მე-10 პოზიციაზეა – (422 წუთი, 6 მატჩი). პინტოს, პიკეს და პუიოლის გარდა ლეოზე მეტი დრო მოედანზე გაატარეს ფაბრეგასმა (588), ჩავიმ (485), ტიაგომ (465), ბუსკეტსმა (464), აბიდალმა (436) და კუენკამ (428).
შანსი კანტერასთვის
1/16 და 1/8 ფინალებში გვარდიოლას როტაციის და კანტერანოებისთვის თავის გამოჩენის მიცემის საშუალება ჰქონდა. ამგვარად ესპანეთის თასის შეხვედრებში მონაწილოება მიიღეს სერხი რობერტომ (150), ტელიომ (145), დოს სანტოსმა (135), მონტოიამ (90) და რაფინიამ (15).