სამეფო თასის ფინალამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჩავი ერნანდესი თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ”ბასკები დიდ ზეწოლას ახდენენ, რადგან ბევრი მოთამაშე პერსონალურად თამაშობს. ეს გუნდი შესანიშნავადაა ფიზიკურად მომზადებული, ძალიან ბევრს მოძრაობს 90 წუთის განმავლობაში, ასევე ანხორციელებს პრესინგს შეტევაში. მაგალითად ლორენტე საერთოდ არ ჩერდება. ასეთი მოვლენები ფიქრის დროს არ გაძლევს” – განაცხადა ნახევარმცველმა. ჩავის პროგნოზი შეხვედრაზე ასეთია: ”მატჩი ძალიან დატვირთული იქნება ფიზიკური კუთხით”.
საიმედო დაცვა
ჩავიმ ასევე კომენტარი გააკეთა გუნდში მცველების დეფიციტზე: ”ჩვენ ვერ დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც პუიოლი, აბიდალი და ალვესი არიან, რაც დიდი დანაკლისია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადრიანო ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მონტოია ძალიან კარგი მცველია, რათა ფინალში ითამაშოს, მასკერანო და პიკე კი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ. ჩვენ გვყავს ისინი, რომლებიც შეცვლიან ტრავმირებულებს”.
ტიტო – ყველაზე კარგი ვარიანტი
იმის გამო, რომ გუნდს თამაშამდე დიდი დრო აქვს ჟურნალისტებმა ჩავის სხვა საკითხებზეც დაუსვეს შეკითხვები, რომლებიც ასევე ეხება კლუბს: ”ამას ვერ გავექცევით. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთმის საშუალება, გასახდელში კი ჩვენ მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობთ. ყველაფერი ნორმალურად მიდის, პეპის და ტიტოს ურთიერთობა შესანიშნავია, ჩვენ კი ერთიანები ვართ. მიუხედავად ამისა ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ვაკონტროლოთ ყველაფერი, რაც კლუბის გარშემო ხდება” – განაცხადა ჩავიმ.
ახალი მწვრთნელის მომავალზე ჩავიმ განაცხადა: ”ტიტოს გუნდში ყველა აფასებს. ის შეპყრობილია ფეხბურთით და ძალიან უყვარს ეს სპორტი. მან იცის კლუბის სტრუქტურა და გუნდის ბოლო წარმატებებში დიდი როლი შეიტანა. ეს საუკეთესო ვარიანტია”.
P.S. ესეც ჩემი 1900-ე სიახლე ბარსამანიაზე



