workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი მზადებას აგრძელებს

გუნდი მზადებას აგრძელებს

პირველი გუნდის ფეხბურთელებმა, მათ შორის ალექსის სანჩესმა და ხოსე მანუელ პინტომ დღეს შუადღით ივარჯიშეს.

”ბარსელონა” აგრძელებს სამეფო თასის ფინალში, ბილბაოს ”ატლეტიკთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას. თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ ალექსის სანჩესი და ხოსე მანუელ პინტო (მათ ჯერ-ჯერობით თამაშის უფლება არ მიუღიათ). სესიაზე არ იმყოფებოდა ტიაგო ალკანტარა, ფეხბურთელს მუცლის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამედიცინო შტაბმა ის სახლში გაუშვა.

”ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელები, მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო ასევე ვარჯიშობდნენ პირველ გუნდთან ერთად. ეს იყო პირველი ვარჯიში დანი ალვესის გარეშე, რომელმაც გუშინდელ ვარჯიშზე ლავიწი მოიტეხა. ბრაზილიელი ლატარელი შეუერთდა კარლეს პუიოლს, ანდრეუ ფონტასს, ერიკ აბიდალს და დავიდ ვილიას, რომლებიც ტრავმირებულები არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward