workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე ანხელი: ”უარს ”ბარსელონას” არ ეუბნებიან”

ხოსე ანხელი: ”უარს ”ბარსელონას” არ ეუბნებიან”

”რომას” ფეხბურთელმა, ხოსე ანხელმა შეიძლება იტალიის დედაქალაქი დატოვოს. ესპანელი მცველი ”ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა, რომელიც ამ ფეხბურთელის შეძენას შარშან ხიხონის ”სპორტინგიდან” ცდილობდა.

”დაინტერესება ჩემით ისეთი კლუბის მხრიდან, როგორიც ”ბარსელონაა” დიდი პატივია. საუბარი ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე მიდის” – განაცხადა ხოსე ანხელმა.

”ბარსელონას” ხიხონის ”სპორტინგის” ყოფილი ფეხბურთერთელის შეძენას გასულ ზაფხულში ცდილობდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა ”რომაში” გადასვლა გადაწყვიტა, რომლის სათავეშიც ლუის ენრიკე ჩადგა.

”გასულ სეზონში ჩემს ”ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა და მე ვერ მოვხვდი ”ნოუ კამპზე”. ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არაა, ”ბარსელონას” უარს არ ეუბნებიან”.

ხოსე ანხელმა ასევე თანაგუნდელის, ბოიან კრკიჩის მდგომარეობაზე ისაუბრა: ”არ ვიცი, თუ როგორ მოიქცევა ბოიანი. ეს შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამინია, მაგრამ მე არ ვიცი, გააგრძელებს თუ არა ის ”რომაში” თამაშს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward