ახლა ”ბარსელონას” მთელი ყურადღება სამეფო თასის ფინალისკენაა გადართული, თუმცა ცხოვრება კომერციული კუთხითაც გრძელდება. თუკი მოგების მიღება გსურს, მაშინ დრო არ უნდა გაწელო. ზუსტად ამიტომ ”ნაიკი” და ”ბარსელონას” ხელმღძვანელები შეთანხმდნენ, რომ გუნდის ახალ ფორმას 22 მაისს წარადგენენ. სიურპრიზები არ იქნება, ბევრი რამ საზოგადოებისთვის ცნობილია: ერთადერთი სქელი წითელი ზოლი იქნება ლურჯ მაისურზე.
22 მაისს პრეზენტაცია ”ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” შედგება. როგორც წესი სამშაბათობით მუზეუმი დახურულია, თუმცა 12 საათზე ყველა კარი გაიღება, რათა მოხდეს ფორმის წარდგენა, რომელიც ექსპერტების აზრით შეიძლება ყველაზე გაყიდვადი გახდეს.