ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუისს ამ მომენტისთვის ორი ფაქტორზე აქვს ყურადრება გამახვილებული. იუწყება ესპანური პრესა.
ერთ-ერთი ამ ფაქტორთაგან არის მოსალოდნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელსაც ლონდონური კლუბი მიუნხენში “ბაიერნთან” გამართავს. მეორე ფაქტორი კი არის კატალონიური “ბარსელონა”. ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს, რომ მომავალი სეზონი ლურჯ-ბროწეულისფერთა რიგებში დაიწყოს. მეტიც, ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ იგი იდეალურად ერგება კატალონიური კლუბის სათამაშო ფილოსოფიას.
ფეხბურთელის აგენტისთვის და ახლო წრისათვის ისიც კი არის ცნობილი, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთვნელისთვის, ტიტო ვილანოვასთვის მომავალ სეზონში სწორედ დავიდ ლუისის ტრანსფერი იქნება პრიორიტეტული და არა ტიაგო სილვა იტალიური “მილანიდან”.
რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელს, იგი საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად (190სმ, 85კგ.), შეტევაში შესანიშნავად ერთვება და საკმაოდ აგრესიული ფეხბურთელიც არის, რომელიც ორთაბრძოლების დროს ხშირად რჩება გამარჯვებული. ამასთან იგი საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში საკმაოდ წარმატებით თამაშობს მეორე სართულზე. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30-35 მილიონი ევრო იქნება.