მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტელიო ”ვალენსიაში” ან ”ატლეტიკოში”?

ტელიო ”ვალენსიაში” ან ”ატლეტიკოში”?

”Mundo Deportivo”-ს ინფორმაციით ”ბარსელონას” ინტერესთა სფეროში შედიან ხორდი ალბა და ადრიან ლოპესი, ”ვალენსიას” და ”ატლეტიკოს” ფეხბურთელები. ალბა ”ნოუ კამპზე” შეიძლება პირველი გადავიდეს. ადრიანი კი თავის მხრივ ”ატლეტიკოში” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ამ ტრანსფერებიდან ერთ-ერთის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კრისტიან ტელიომ, რომელიც ”ბარსას” ძირითად შემადგენლობაში შეიჭრა. შემდეგ სეზონიდან გუნდს უბრუნდება დავიდ ვილია, ამიტომაც ტელიო შეიძლება სარეზერვო გუნდში დააბრუნონ. 20 წლის ფეხბურთელის ზრდა რომ არ შეჩერდეს გუნდმა შეიძლება ტელიო ”ვალენსიაში” ან ”ატლეტიკოში” გაუშვას, თანაც თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგი არაა. ფეხბურთელს კონტრაქტი ”ბარსასთან” 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

ტელიო ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელია, თუმცა დიდი ხანი პირველ გუნდში თამაშობს და ვარჯიშობს. სწრაფი თავდამსხმელის კარგი თამაში შენიშნეს ”ლივერპულმა”, ”ატლეტიკომ” და ”ვალენსიამ”. ”ბარსას” კი ფეხბურთელის ესპანურ გუნდთან ტრანსფერში ჩართვა ურჩევნია. ხორდი ალბა გარეტ ბეილზე გაცილებით იაფი ღირს – 15 მილიონი ევრო. ანდონი სუბისარეტას ყურადღება ასევე მიიპყრო ადრიან ლოპესმა, რომლის სატრანსფერო თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში