workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: ”100 პროცენტით დახარჯვას შევეცდები”

პედრო: ”100 პროცენტით დახარჯვას შევეცდები”

პედრომ განაცხადა, რომ ეს სეზონის მისთვის კარგი არ გამოვიდა, რადგან ბევრი შეხვედრის ტრავმის გამო გამოტოვება მოუწია. ის გულშემატკივრებს დაპირდა, რომ სამეფო თასის ფინალში სათამაშოდ დარჩენილი შეხვედრებში 100 პროცენტით დაიხარჯება.

მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა პედრო კარიერაში საუკეთესო დროებას ატარებდა, თუმცა ხშირმა ტრავმებმა ამ სეზონში ფეხბურთელს ხელი შეუშალეს: ”ეს სეზონი ჩემთვის წარმატებული არ იყო, რადგან ბევრი შეხვედრის გამოტოვება მომიწია ტრავმის გამო. ახლა კარგ ფორმაში ვარ. ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რათა 25 მაისს კარგ ფორმაში ვიყოთ და მოვიგოთ სამეფო თასი”. საქმე ისაა, რომ პედრო ცდილიბს მოხვდეს იმ ფეხბურთელების სიაში, რომლებსაც ”ატლეტიკთან” მატჩში გამოიძახებენ: ”შევეცდები 100 პროცენტით დახარჯვას, რათა სამეფო თასის ფინალში ვითამაშო”. ფეხბურთელს ასევე სურს ევროპის ჩემპიოანტზე თამაში, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში გაიმათება.

მადლობა პეპ გვარდიოლას

პედრომ სინანული გამოთქვა პეპ გვარდიოლას წასვლის გამო, რადგან სწორედ პეპმა მისცა მას ”ბარსელონაში” თამაშის საშუალება: ”ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი მას, რაც ჩემს გამო გააკეთა. მისტერმა ჩემი ოცნება აასრულა და პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომცა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენთვის რთულად აღსაქმელია, რომ ის გუნდიდან მიდის. არავინ ელოდა ამას. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამას. ჩვენ გვსურს სამეფო თასის მოგება და მის გვარდიოლასთვის, ვილიასთვის, აბიდალისთვის და ფონტასისთვის მიძღვნა”.

მილოცვა ”რეალს”

პედრო როდრიგესმა მიულოცა მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ: ”ამ სეზონში იყო ბევრი რამ, რამაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა საბოლოოდ ამას ჩემპიონობის მოპოვებაზე არ უმოქმედია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward