მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფეხბურთო სამყარო პეპის წასვლას გამოეხმაურა

საფეხბურთო სამყარო პეპის წასვლას გამოეხმაურა

 

ვისენტე დელ ბოსკე: “ეს პეპის პირადი გადაწყვეტილებაა. მესმის მისი და ვუსურვებ წარმატებას. ყველამ უნდა დააფასოს მისი გადაწყვეტილება, რადგან ხოსეპი ყველაფერს გულით აკეთებდა. მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ ჩათვალა თავისთვის და რაც მთავარია, “ბარსელონასთვის”. რაც შეეხება ვილანოვას, მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც უნდა განსაჯოს მისი მწვრთნელობა”. 

 

რობერტო დი მატეო: “გვარდიოლა – იდეალური მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა მწვრთნელი. ის, რასაც მან ამ ასაკში მიაღწია ფანტასტიკის სფეროდანაა. რახან პეპმა გუნდი დატოვა, ესე იგი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მისი კარიერა ასევე ოჯახიცაა. შესაძლოა პეპი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, თუ საუკეთესო არა”. 

 

ხრისტო სტოიჩკოვი: “ძალიან მძიმე დღეა და დამწუხრებული ვარ. მიდის “ბარსელონას” ლეგენდა, იოჰან კრუიფის ეპოქის ბოლო ჯადოქარი. დარწმუნებული ვარ, კლუბის მხრიდან საკმარისად დაფასდება მის მიერ გაწეული სამუშაო. ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენებზე”. 

 

დანიელ ალვეში: “ეს დღე ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან პეპ გვარდიოლამ გადაყწვიტა კლუბის დატოვება. ის მუდამ საკუთარი შვილებივით გვექცეოდა. სამწუხაროა, რომ შემდეგ სეზონში ის აღარ იქნება სათადარიგოთა სკამზე. ძალიან მადლიერები ვართ მისი იმისთვის, რაც გვაჩუქა ცხოვრებაში. აქ საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, სხვა ღირებუმების თემაზეა”.

 

ჯინო კორიონი (“ბრეშას” პრეზიდენტი): “ის უკვე მელაპარაკა და მითხრა, რომ ერთი წლით შეისვენებს. გვარდიოლა ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა. პეპი მიხვდა, რომ ბრწყინვალე 4 სეზონის შემდეგ მოტივაციას კარგავდა. ვფიქრობ, მომავალ წელს ის არცერთ გუნდს არ ჩაუდგება სათავეში. ჩემი აზრით, ის რომელიმე ნაკრებს გააძლიერებს. დავამატებ იმასაც, რომ გვარდიოლა “ბრეშაში” თამაშობდა წლების წინ და კარგი კავშირები აქვს ჩვენთან”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში