დღეს ჩატარებულმა დეტალურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნახევარმცველს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი. მისი დაბრუნება 15 დღეში იგეგმება.
ჩავი ერნანდესი სავარაუდოდ პრიმერას დარჩენილ ტურებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ფეხბურთელი მწყობრში იქნება 25 მაისისთვის, როცა ”ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში ბილბაოს ”ატლეტიკს” დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში ჩავიმ 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა. ბოლო 8 ჩატარებულ შეხვედრაში 90 წუთი მოედანზე მან მხოლოდ 2 შეხვედრაში გაატარა.



