workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ესაუბრა სანდრო როსელს

გვარდიოლა ესაუბრა სანდრო როსელს

პეპ გვარდიოლამ და სანდრო როსელმა მომავლის შესახებ უკვე ისაუბრეს. ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას პარასკევს გააკეთებს.

პეპ გვარდიოლას და პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ, დილის 9 საათზე შედგა. ”Ona FM”-ის ინფორმაციით შეხვედრა 3 საათს გრძელდებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ.

ამგვარად დღეს შეხვედრა არ გაიმართება. გადამწყვეტი დღე პარასკევი იქნება, როცა გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდება. პეპ გვარდიოლა კვლავ შეხვდება სანდრო როსელს და კლუბის ყველა წევრის წინაშე საკუთარ გადაწყვეტილებას გაამხელს.

ერთი ნაბიჯი წასვლამდე

გვარდიოლას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა ახლა ის ახლოსაა წასვლასთან, ვიდრე დარჩენასთან. ამის გამო კლუბს მეორე გეგმა აქვს. თუკი პეპი კლუბს დატოვებს, მაშინ მთავარი მწვრთნელის კანდიდატები იქნებიან ერნესტო ვალვერდე, ლორან ბლანი, მარსელო ბიელსა და ანდრეს ვილაშ-ბოაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward