“ბარსელონას” გულშემატკივრობა 1999 წელს დავიწყე. მას შემდეგ, ჩემი საყვარელი გუნდი არათუ მნიშვნელოვანი ტიტულების, კატალონიის ჩემპიონატის მოგებასაც კი ვერ ახერხებდა.
მახსოვს “რეალთან” და “ვალენსიასთან” წაგებები ანგარიშით 1:4; სამბურთიანი სხვაობით განადგურებები ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან “მალიორკა”, “ოვიედო”, “რომა” და “ბეშიქთაში”; ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა; “მალაგასთან” 1:5 და “ხეტაფესთან” 0:4; მახსოვს “რეალის” მაისურით მოთამაშე ლუიშ ფიგუს მიერ “ბარსელონას” კარში გატანილი გოლი. მიუხედავად ამ და კიდევ არაერთი წარუმატებლობისა, ამ 13 წლის განმავლობაში, ერთხელაც არ მინანია, რომ თავის დროზე სწორედ “ბარსელონა” ავირჩიე და არა “რეალი”, “ჩელსი”, “ერკულესი” ან ყაზანის “რუბინი”. ზედიზედ 3 წარუმატებლი პრინციპული მატჩის შემდეგაც მემაყება, რომ “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ.
“ბარსელონას” ისტორიაში, კლუბისთვის ძალზე რთული პერიოდი არაერთხელ ყოფილა და ამ სირთლეების დაძლევაში, კატალონიურ გრანდს ყოველთვის გულშემატკივართა არმიის მხარდაჭერა ეხმარებოდა. მაშინაც კი, როდესაც “ბარსას” უფრო მოედნის მიღმა უჭირდა, ვიდრე მოედანზე, ფაშისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული გულშემატკივრები კლუბს ერთგულებას უცხადებდნენ და სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ “ბარსელონა” დღევანდელ დღემდე მოვიდა. “ბარსელონას” არსებობასა და წარმატებებში მთავარი წვლილი არა კონკრეტულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მიუძღვით, არამედ მათ, ვინც ამ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მხარს უჭერს. ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც და იქნება მომავალშიც.
წაგება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ზოგი გუნდისთვის მარცხი ჩვეულებრივი რამაა, ზოგისთვის – იშვიათობა. წარამტებული სერიის შემდეგ წაგება მოლოდინის პროპორციულ იმედგაცრუებას იწვევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მორჩა და მიღწეულმა წარმატებებმა აზრი დაკარგა.
ბოლო სამ მატჩში წარუმატებლოის მიუხედავად, “ბარსელონას” ქომაგებს პოზიტივის დანახვა მაინც შეუძლიათ – ნათლად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი სხვა გუნდისგან განსხვავებით, “ბარსას” პრინციპული თამაშის წაგების შემდეგაც კი, მოედნის ღირსეულად დატოვება შეუძლია და წიხლების ქნევა არ სჭირდება. ამ საკითხს ესმაურება “ჩელსისთან” გამათული მატჩის შემდეგ სანდრო როსელის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელიც ასე ჟღერს: “ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ მოგება შეგვიძლია. ახლა, დროა, დავამტკიცოთ, რომ წაგებაც შეგვიძლია”.
თუ “ბარსელონას” წაგება გულშემატკივრებში იმაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს, ვიდრე სხვა გუნდის მარცხის შემთხვევაში, ეს მხოლოდ სასიხარულოა. ეს იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებმა ქომაგები წარამტებას სხვებზე მეტად მიაჩვიეს. განა ეს დასაფასებელი არაა?
ფეხბურთში წაგება სირცხვილი არასდროს არაა. სამარცხვინო ის უფროა, გულშემატკივარი გუნდის მხარდაჭერას პირველივე დაბრკოლებისას რომ წყვეტს.
გახსოვდეთ – გულშემატკივრობა პასუხისმგებლობაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენივე ნება-სურვილით ავიღეთ. გულშემატკივარი ვადლებულია, ისევე ღირსეულად დაუჭროს საყვარელ გუნდს მხარი, როგორი ღირსეულიც თავად გუნდია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პასუხისმგებლობა სიამოვნებაა და არა ტანჯვა. თუ ვინმე საყვარელი გუნდის თამაშის ყურებით იტანჯება და მზადაა, რომ თავის კუმირებს ზურგი შეაქციოს, ასეთი ადამიანის ადგილი არათუ “ბარსელონას” (ან რომელიმე სხვა გუნდის) გულშემატკივრებში, არამედ საერთოდ ფეხბურთის მოყვარულთა შორისაც არაა.