რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა შეხვედრა “სან ანდროს” და “ბარსელონა ატლეტიკს” შორის, ომ ორ გუნდს შორის, ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვა საუკეთესო და ის, კატალონიური კლუბია.
განმეორებითი თამაში ანგარიშით, 0:0 დასრულდა და დაფიქსირებულმა შედეგმა ლუის ენრიკეს შეგირდებს მისცათ საშუალება, რომ მათთვის უმაღლეს ლიგაში, სეგუნდაში იასპარეზონ. სეგუნდა არის სწორეთ ის ლიგა, სადაც დუბლებს შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა, როგორც უმაღლეს ტურნირში, დუბლშემადგენლობას პრიმერაში გადასვლა არ ძალუძს.
“ბარსა ატლეტიკი” მტელი შეხვედრის განმავლობაში კარგად თამაშობდა, ქონდა ხელსაყრელი მომენტებიც, განსაკუთრებით მეორე ტაიმის ბოლოს, მაგრამ სამწუხაროდ მათი რეალიზება ვერ მოახერხა.
ამრიგად “ნოუ კამპი” მომავალ სეზონში ორი გუნდის “ბარსელონას” და “ბარსა ატლეტიკის” მატჩებს უმასპინძლებს. “ბარსა ატლეტიკმა” თამაში ასე დაიწყო:
მინიო, მუნიესა, ესპესადინი, ბარტრა(სერჟი რობერტო, 84), გომესი, რუედა, რომო, ბენია, ნოლიტო(ედუ ორიოლი, 54), ელვისი, სორიანო(ტიაგო,74).
P.S.მოკითხვა მადრიდელ თანატოლებს 🙂