workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაზე ძვირადღირებულნი

ყველაზე ძვირადღირებულნი

ყველაზე ძვირადღირებულნი

ნაკრები ღირებულება უძვირფასესი ფეხბურთელი
ესპანეთი 650.000.000 ხავი 65.000.000
ინგლისი 448.500.000 რუნი 53.000.000
საფრანგეთი 367.500.000 რიბერი 50.000.000
ბრაზილია 353.100.000 კაკა 50.000.000
არგენტინა 347.300.000 მესი 80.000.000
იტალია 319.500.000 დე როსი 38.000.000
გერმანია 292.500.000 გომესი 27.500.000
პორტუგალია 277.300.000 რონალდუ 75.000.000
ჰოლანდია 255.550.000 რობენი 38.000.000
სერბეთი 188.450.000 ვიდიჩი 35.000.000
კოტ დივუარი 177.175.000 დროგბა 38.000.000
კამერუნი 146.150.000 ეტოო 40.000.000
ურუგვაი 130.000.000 ფორლანი 22.000.000
შვეიცარია 104.250.000 ბენალიო 10.000.000
ნიგერია 98.450.000 აიეგბენი 16.500.000
მექსიკა 88.050.000 გუარდადო 12.000.000
საბერძნეთი 87.300.000 კაცურანისი 8.000.000
დანია 84.750.000 კიაერი 12.000.000
სლოვაკეთი 80.050.000 ჰამშიკი 24.000.000
ჩილე 78.950.000 სუაზო 10.000.000
იაპონია 73.000.000 ენდო 6.500.000
პარაგვაი 70.650.000 კარდოსო 12.500.000
ავსტრალია 65.950.000 კიუელი 9.000.000
განა 58.350.000 მუნტარი 13.000.000
აშშ 57.650.000 ჰოვარდი 9.500.000
ალჟირი 49.700.000 ბუგერა 7.000.000
ჰონდურასი 45.400.000 პალასიოსი 16.000.000
სამხ.კორეა 44.350.000 პარკი 11.500.000
სლოვენია 43.500.000 ჰანდანოვიჩი 9.500.000
სამხ.აფრიკა 24.300.000 პიენაარი 8.000.000
ზელანდია 13.475.000 ნელსენი 3.500.000
ჩრდ.კორეა 9.700.000 ჟონგ ტაე-სე 2.500.000

მუნდიალზე მონაწილე ყველა ფეხბურთელის ჯამური ღირებულება 5 მილიარდ ევროს აჭარბებს (5.130.850.000). ანუ, ერთი ნაკრების საშუალო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით, 160 მლნ. ევროა. ამ მაჩვენებელზე მაღალი ევროპული (246 მლნ.) და სამხრეთამერიკული (196 მლნ) ნაკრებების საშუალო ღირებულებაა. ბებერი კონტინენტის მოთამაშეები ბაზარზე უფრო ძვირად ფასობენ, ვიდრე სხვა კონტინენტების წარმომადგენლები. თუმცა, ეს ახალი არავისთვისაა.

ყველაზე ძვირადღირებული კარის ხაზი მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებს ჰყავს – ერთი გოლკიპერის საშუალო ღირებულება 23 მლნ.-ა. ამ მაჩვენებლით ფურია როხა საგრძნობლად უსწრებს უახლოეს მდევრებს – იტალიას, საფრანგეთსა და ბრაზილიას.

დაცვის ხაზშიც ესპანეთი ლიდერობს – ერთი მცველის საშუალო ღირებულება დელ ბოსკეს გუნდში 18 მლნ.-ს უტოლდება, რაც ერთი მილიონით მეტია ბრაზილიის მაჩვენებელზე.

ფურია როხას ნახევარდაცვაშიც ვერავინ გაუტოლდა. ერთი შუახაზელის საშუალო ღირებულება 39 მლნ. ევროა. მეორე ადგილზე მყოფი ინგლისი ესპანელებს მთელი 10 მილიონით ჩამორჩება.

ესპანელები მხოლოდ თავდასხმის ხაზში ვერ ლიდერობენ. არგენტინის ნაკრების ერთი ფორვარდის საშუალო ღირებულება 35 მლნ. ევროა, ესპანეთი 29 მილიონით მეორეა, ხოლო მესამე საპატიო ადგილი პორტუგალიას უკავია – 24 მლნ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward