ესპანეთის მეორე დივიზიონის დრამატულ ფინალში ”ჰერკულესმა” ”რეალ უნიონი” 0-2 დაამარცხა და ესპანეთის ტოპ გუნდებში დაწინაურდა. ”ჰერკულესი” უკანასკნელად პრიმერაში 14 წლის წინ იყო. ასევე 2010/2011 წლის სეზონში ”ბარსას” ახალი ოპონენტები ბასკური ”რეალ სოსიედადი” და ”ლევანტე” იქნებიან.
მეორე დივიზიონში პირველ ადგილზე 74 ქულით ”სოსიედადი” გავიდა. 71 ქულა კი სამ გუნდს ჰქონდა ესენია ”ჰერკულესი” , ”ბეტისი” და ” ”ლევანტე”. ბოლო ტურში ”ლევანტელები” ”ბეტისთან” 4-0 დამარცხდნენ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით მაინც მოიპოვეს ადგილი პრიმერაში.
წყარო: TotalBarca.Com