“მილანის” ნახევარმცველმა, ანტონიო ნოჩერინომ “ბარსელონასთან” მოახლოებულ მატჩს კარიერაში ყველაზე მიშვნელოვანი უწოდა.
“”მილანი” ძლიერია კონკრეტულად გუნდურ თამაშში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ფეხბურთელი ტოვებს მატჩს, მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც მათ ღირსეულად ცვლიან. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება, თუნდაც ეს იყოს “ბარსელონა”. ჩვენ გამოვასწორეთ მდგომარეობა იტალიის ჩემპიონატში, მიუხედავად ტრავმიანობისა. შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგაზეც ასეთი შემართებით გავაგრძელოთ მოღვაწეობა.”
“მატჩი “ბარსელონასთან” იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში. იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ მელის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები. კრიტიკამ, რომელიც სეზონის დასაწყისში დამატყდა, მომცა ძალა, რომ გამეუმჯობესებია ჩემი თამაში. ვწუხვარ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ევროთასებზე გოლის გატანას. შემეძლო გამეტანა “არსენალისთვის”, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს და მოიგოს თასები.”
“იბრაჰიმოვიჩს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ შურდეს მესის ან რონალდუს. მას გაჰქონდა და იგებდა იტალიაში, ყველაზე რთულ ჩემპიონატში.” – ციტირებს ნოჩერინოს სიტყვებს Corriere dello Sport.