მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” 150 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში

“ბარსელონამ” 150 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე ორი თვეა დარჩენილი, “ბარსელონამ” მოახერხა და უკვე 150 გოლი გაიტანა. გუნდი ძალიან ახლოსაა გააუმჯობესოს თავისი დამყარებული რეკორდი მას შემდეგ, რაც პეპი ჩაუდგა სათავაში “ბლაუგრანას”. “გრანადასთან” შეგდებული 5 ბურთით გუნდმა 150 გოლი მოაგროვა მიმდინარე სეზონში (ოფიციალური მატჩები). ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო გოლი გაიტანა, რა თქმა უნდა, ლეო მესია. არგენტინელმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რის შედეგადაც გადაასწრო სესარ როდრიგესს და “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია ოფიციალურ მატჩებში შეყრილი ბურთების რაოდენობით.

 

გვარდიოლა ახლოსაა რეკორდის გაუმჯობესებასთან  

 

გუნდი ძალიან ახლოსაა გააუმჯობესოს საკუთარი რეკორდი მას შემდეგ, რაც გვარდუილამ ჩაიბარა. გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 158 გოლია 2008/2009 წლების სეზონში. წელს კი 13 მატჩია მინიმუმ დარჩენილი (თუ, რა თქმა უნდა, “ბარსა” 1/2 ფინალში გავა ჩ.ლიგაზე) – 10 შეხვედრა ლა ლიგაში, 1 ესპანეთის თასსა და ორიც ჩ.ლიგის 1/4 ფინალში.

 

 

 

მესი – ლიდერი  

 

54 გოლით ლეო მესი გუნდის საუკეთესო გამტანია. მან უკვე მოხსნა საკუთარი რეკორდი, რომელიც წინა სეზონში დაამყარა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს 2010/2011 წლების სეზონის ბოლოს 53 გოლი მოუგროვდა, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე 54 გაიტანა. ის სათავეში უდგას ორი ჩემპიონატის ბომბარდირთა ცხრილს: ლა ლიგა – 34 გოლი, ჩემპიონთა ლიგა – 12 გოლი. გუნდის მეორე საუკეთესო გამტანია სესკ ფაბრეგასი (15 გოლი), მას მოსდევს ჩავი ერნანდესი (14 გოლი, რაც მისი რეკორდია).

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში