workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

 

“ჩვენ მსოფლიოს საუკთესო ფეხბურთელს ვუყურებთ. მას ყველაფერი შეუძლია და ამას ყოველ სამ დღეში აკეთებს. ვწუხვარ მათ გამო, ვისაც ფეხბურთის დიდებულ ტახტრევანზე მოკალათება სურს, რადგან ეს ბიჭი საუკეთესოა. იმედია, არგენტინელის თამაშით კიდევ მრავალი წელი დავტკბებით”. ხოსეპ გვარდიოლა ბედნიერია და მას აქვს პატივი იყოს ლეო მესის მწვრთნელი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეუსრულა “გრანადას” და გახდა “ბარსელონას” ყველა დროის საუკუთესო ბომბარდირი ოფიციალურ მატჩებში. მისმა 234-მა გოლმა გააცვიფრა მსოფლიო და გვარდიოლა ეთანხმება ფანებს, რომ მესი საუკეთესოა: “ლეომ ნამდვილად შეაბიჯა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში”. ხოსეპმა არგენტინელი მაიკლ ჯორდანს შეადარა: “ცოტაა, რომელსაც შეუძლია დომინირება, მაგრამ მან შეძლო”. მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ ყველას გაუჭირდება “რწყილის” რეკორდის მოხსნა.

 

წვლისის შეტანა “ბარასს” 5 თასში  

 

“გარდა იმისა, რომ ლეომ სესარ როდრიგესის რეკორდი მოხსნა, გუნდის თამაშს შევადარებდი იმ ეპოქას, როცა “ბარსამ” უდიდესი ნაბიჯი გადადგა 5 თასისკენ”. სწორედ ასე ახსნა გვარდიოლამ “გრანადასთან” მატჩი. მწვრთნელმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ მოახერხა წონასწორობის აღდგენა ანდალუსიურმა გუნდმა: “თამაშს ყველანაირი საფეხბურთო ინგრედიენტი ჰქონდა. მინდა მივულოცო გუნდს ეს ბრწყინვალე გამარჯვება”.

 

გამტანი ნახევარმცველები  

 

ჩავიმ კიდევ ერთხელ გაიტანა. მან პერსონალური რეკორდი დაამყარა 14 გოლის გატანით მიმდინარე სეზონში. გვარდიოლამ შენიშნა, რომ “ამ წელს ნახევარმცველები ცოტა გოლს იტანენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ მეტი სივრცე შევუქმნათ”. მწვრთნელმა ასევე ხელიდან არ გაუშვა ისააკ კუენკასა და კრისტიან ტელიოს შექების შესაძლებლობა: “ორივე ვინგერმა მოიგო ეს მატჩი”. 

 

“მალიორკასთან” მატჩში გვარდიოლას განკარგულებაში არ იქნებიან ფლანგის მცველები, დანიელ ალვეში (დისკვალიფიკაცია) და ადრიანო კორეია (ტრავმა): “ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ვიპოვით იმ ორ ფეხბურთელს, რომლებიც ჩაანაცვლებენ მათ. რეზერვიდან წამოვიყვან მოთამაშეებს, სავარაუდოდ მონტოიას. მალიორკაზე გავემართებით ისეთი მატჩის ჩასატარებლად, როგორიც დღეს ჩავატარეთ”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward