ესპანური პრესის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი კატალონიის “ბარსელონაა”.
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იტალიური “მილანი” ვერაფერს მოახერხებს “ლურჯ-ბროწეულისფრების” წინააღმდეგ 1/4 ფინალში დაპირისპირებისას.
“”მილანი” ვერ დაამარცხებს “ბალსელონას”. იგივეს თქმა შემიძლია მადრიდის “რეალსა” და მიუხენის “ბაიერნზე”. ძალიან კარგად ვიცი რამდენად რთულია “ბარსასთან” მატჩში გოლების არ გაშვება. რაც შეეხება ლიონელ მესის, მას შეუძლია ერთ მატჩში ორი გოლის გატანა, თუნდაც ის არ იყოს თავის ოპტიმალურ ფორმაში.” – განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან სწორედ “მილანმა” გამოთიშა. იტალიელებმა საკუთარ სტადიონზე 4:0 მოიგეს, ხოლო “ემირეითზე” 3:0 დამარცხდნენ. საბოლოოდ კი მათ ორი მატჩის ჯამში გატანილი მეტი გოლების წყალობით 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს. 1/4 ფინალში “მილანს” კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდება.