workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
France Football: გუარდიოლა ყვლაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზეა

France Football: გუარდიოლა ყვლაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზეა

France Football-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია მსოფლიოში.

 

პორტუგალიელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 14,8 მილიონ ევროს შეადგენს. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელების ათეულში მოხვდნენ “ანჟის” მთავარი მწვრთნელი, გუს ჰიდინკი და რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, დიკ ადვოკატი. ჰოლანდიელები წელიწადში შესაბამისად 8,6 და 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

 

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი, პეპ გუარდიოლა ყოველწლიურად ხელფასის სახით 9,5 მილიონ ევროს იღებს. ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეული კი ასე გამოიყურება:

 

1. ჟოზე მოურინიო (“რეალი”) – 14,8 მილიონი ევრო

2. კარლო ანჩელოტი (“პსჟ”) – 13,5 მილიონი ევრო

3. პეპ გუარდიოლა (“ბარსელონა”) – 9,5 მილიონი ევრო

4. არსენ ვენგერი (“არსენალი”) – 9 მილიონი ევრო

5. გუს ჰიდინკი (“ანჟი”) – 8,6 მილიონი ევრო

6. ფაბიო კაპელო (ინგლისი ნაკრების ყოფილი თავკაცი) – 8,5 მილიონი ევრო

7. ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 8 მილიონი ევრო

8. დიკ ადვოკატი (რუსეთის ნაკრები) – 7 მილიონი ევრო

9. ხოსე ანტონიო კამაჩო (ჩინეთის ნაკრები) – 6 მილიონი ევრო

10. რობერტო მანჩინი (“მანჩესტერ სიტი”) – 5,9 მილიონი ევრო

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward