იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა, ანტონიო ნოჩერინომ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერ სულაც არ ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე “ბარსელონასთან”. “როსონერი” მხოლოდ “იუვენტუსთან” შეხვედრაზეა ორიენტირებული. იტყობინება პრესა.
“შეხვედრა “პარმასთან” მართლაც მოსალოდნელზე რთული გამოდგა, თუმცა ჩვენ ჩვენი ძალა ვაჩვენეთ. მთავარი იყო შესვენებამდე გაგვეტანა და მოვახერხეთ კიდეც. “ბარსელონა”? ჯერ არ ვფიქრობთ ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართულია “ბებერი ქალბატონის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისკენ. უნდა გავიმარჯვოთ”. დაასრულა ანტონიო ნოჩერინომ.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს “მილანი” “სან სიროზე” უმასპინძლებს კატალონიის “ბარსელონას”. ეს გუნდები წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პირველი შეხვედრა “კამპ ნოუზე” ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო იტალიაში სტუმრებმა 2:3 იმარჯვეს.