workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ძალიან ნასიამოვნები დარჩა თავისი გუნდის გამარჯვებით “სანჩეს პისხუანზე”: “ჯამში კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ნახევარში. ბედნიერები ვართ, რადგან ასეთ რთულ სტადიონზე მოვიგეთ”. პეპმა შენიშნა, რომ მეორე ტაიმში გუნდს პრობლემები ჰქონდა: “სევილიას” ფანტასტიკური გუნდი ჰყავს. მოვიგეთ, რადგან რაღაც დეტალებს კარგად გავართვით თავი. ჩვენი მხრიდან ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ უამრავი საგოლე მომენტი გავანიავეთ. პალოპმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ოთხჯერ მოიგერია ბურთი, როდესაც ჩვენები მას ერთი-ერთზე ეთამაშებოდნენ”.

 

“დაივიწყეთ, წლევანდელ ლა ლიგას ვერ მოვიგებთ”  

 

მიუხედავად “სევილიასთან” გამარჯვებისა, გვარდიოლამ გაიმეორა ის სიტყვები, რაც 2 კვირის წინ თქვა: “მსურს, რომ ბოლო ტურამდე ვიბრძოლო ლა ლიგაში, მაგრამ მისი მოგება რამდენად შესაძლებელია ვერ გეტყვით. “რეალი” წელს ჩვენზე უკეთ გამოიყურება ეროვნულ ჩემპიონატში”. ჟურნალისტს კი პეპმა ასე უპასუხა: “დაივიწყეთ, წლევანდელ ლა ლიგას ვერ მოვიგებთ”.

 

“ყოველი ჩვენგანი ბოლომდე იბროლებს”  

 

გვარდიოლა, რომელსაც ჯერ არ ენახა ლიონელ მესის არ ჩათვლილი გოლის გამეორება, აცხადებს, რომ ჯერ სულაც არ ახდენს ფოკუსირებას ჩემპიონთა ლიგაზე: “ჯერ ჩვენ უნდა ვეთამაშოთ “გრანადასა” და “მალიორკას”. ვეცდებით ქულების მაქსიმუმის წამოღებას. იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს ვერ ითამაშეს, პირობას ვაძლევ, რომ შემდეგ მატჩებში იასპარეზებენ. ყოველი ჩვენგანი ბოლომდე იბრძოლებს”. 

 

ერიკ აბიდალი

 

ხოსეპ გვარიდოლა ორიოდე სიტყვით ერიკსაც შეეხო: “ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ აბიდალზე. რამდენიმე დღეა ის ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ არასდროს გვავიწყდება ფრანგი ფეხბურთელი”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward