workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლა ლიგაში გალიდერდა!

ბარსელონა ლა ლიგაში გალიდერდა!

ბარსელონამ ლა ლიგის 24-ე ტურში რაიო ვალიეკანო 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.

მონჟუიკზე ერთადერთი გოლი, 28-ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა. შედეგად, ბარსას 51 ქულა აქვს და მესამედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ამდენივე (51) ქულა აქვს რეალ მადრიდსაც, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდი კონკურენტს ბურთების უკეთესი შეფარდებით სჯობნის. მესამეადგილოსანი ატლეტიკოს აქტივში კი 50 ქულაა. ამ ტურში “ლოს ბლანკოსმა” (ოსასუნასთან) და “როხიბლანკომ” (სელტასთან) ქულები დაკარგეს, რაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” კარგად გამოიყენეს.

“ბლაუგრანა” მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, გასვლაზე ლას პალმასს დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2025, 22:22

    სადღაც წავიკითხე 10 პენალტი აქვთ რეალის სასარგებლოდ მსაჯებს დანიშნული. სხვებს მაქსიმუმ 3-3. სხვათა შორის ჩვენც ასევე. ასე რომ რეალს რესურსი აქვს მსაჯების სახით. კიდევ შეიძლება გაიქაჩოს.