“ბარსელონა” ესპანეთის თასზე ასპარეზობას გამოეთიშა. კატალონიური კლუბი 1/4 ფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2-4 დამარცხდა.
ბასკებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე გორკა გურუზეტის გოლით დაწინაურდნენ. “ბარსამ” პირველ ტაიმში თამაშის შემოტრიალება მოახერხა და 26-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის გოლით ანგარიში გაათანაბრა, 32-ე წუთზე კი ლამინ იამალის გოლით წინაც გავიდა და ტაიმი 2-1 მოიგო.
“ატლეტიკმა” მეორე ნახევარიც სწრაფი გოლით დაიწყო – 49-ე წუთზე ოიჰან სანსეტმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” ბევრი მომენტი აღარ შეუქმნია, გუნდს დაწინაურება მაინც შეეძლო. განსაკუთრებით გამოსარჩევი ლამინ იამალის ეპიზოდებია: ერთ მომენტში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთი-ერთზე არაზუსტად დაარტყა, მეორე შემთხვევაში კი მარჯვენა ფეხით ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
დამატებით დროში “ბლაუგრანა” უშანსოდ დამარცხდა. ინიაკი ვილიამსმა პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს “ატლეტიკი” კვლავ დააწინაურა, 121-ე წუთზე კი ნიკო ვილიამსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და “ბარსელონა” ესპანეთის თასს გამოთიშა.
ამგვარად, კატალონიური კლუბი ასპარეზობას მხოლოდ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელებს.




თან ორივე ძმამ გოლს პლიუს ასისტი მიითვალა.
ეს უილიამსიც ახლა დაბრუნდა მოულოდნელად, მისი აფრიკული გუნდი გავარდა თასიდან და როგორც დიქტორმა გვამცნო, ატლეტიკმა საჩქაროდ გაუგზავნა ჩარტერული რეისი და ჩვენთან მოსაგებად ჩამოიყვანა. ბედი უნდა ყველაფერსო ამაზეა ნათქვამი.
იამალზე ნუ გადატეხავთ ეხა ყველა პრობლემას
R-10, ეგ ორი რომ დავიმატოთ ჩვენ ახლანდელ ფეხბურთელებს კი აჯობებენ 😁
ინტერ მაიმი მოლაპარაკებებს ინიესტასთან და რაკიტიჩთან აწარმოებსო. იმენა გიჟებინარიან ბარსა 2ს ქმნის ბექემი.
დეხეასთანაც მოლაპარაკებაშია😆
ჯერ ახალგაზრდაა და იმედია დემბელე არ დარჩება😆
ხავის უნდა მოშორდეს სასწრაფოდ თორე ვატყობ მაქეთკენ მიდის საქმე 😂
დარწმუნებული ვარ აქ მყოფ ყველაჩვენგანს ძაან გვიყვარს და ამის კარგი თამაში ყველას გაგვახარებს მაგრამ დღეს რაც ქნა მაგაზე თვალი დახუჭო ცოტა რთულია… ვითვალისწინებ ასაკს კი ბატონო ხავიმ დღე და ღამე ფინიშინგზე უნდა ამუშაოს დანარჩენში იდეალურია 🤌
ნეტა 16 წლის ამსაიტზე მყოფი რამდენი ადამიანია, ან ვინც უფროსია გაიხსენეთ 16 წლის ასაკში რასაკეთებდით და ვინიყავით, ამისკენ სანამ გაიშვერს ვინმე ხელს 😃 იმედია ამასაც ტრავმებს არაკიდებენ, ძალიან დიდი მომავალი აქ დიდი მწვრთნელის ხელში
ჯერ ახალგაზრდაა და იმედია დემბელე არ დარჩება😆
იამალში მესი და დემბელე ერთდროულად ცხოვრობს 😂