ფაბრიციო რომანოს ექსკლუზივი: ბარსელონამ სენეგალელი ტალანტი გაიფორმა

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზივი: ბარსელონამ სენეგალელი ტალანტი გაიფორმა

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, “ბარსელონა” უნიჭიერეს სენეგალელ ცენტრალურ მცველს ყიდულობს. 

საქმე 18 წლის მიკაილ ნგორ ფაის ეხება, რომელიც ამჟამად ხორვატიის მეორე ლიგის კლუბ “კუსტოშიაში” ასპარეზობს. 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელს “ჩელსისა” და “დორტმუნდსაც” უკავშირებდნენ, მაგრამ, რომანოს ცნობით, “ბარსამ” მისი ტრანსფერი უკვე დახურა.

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ ფაის უდიდესი პოტენციალი აქვს და ტოპ მოთამაშე გახდება, რის გამოც მის სანაცვლოდ €5 მილიონი (პლუს ბონუსები) გადაიხადა.

მიკაილ ფაი სენეგალური “დიამბარსის” აღზრდილია, ხორვატიაში კი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაბარგდა – “კუსტოშიას” რიგებში მან 14 მატჩში 1 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.

ფაის, რომელიც ცაცია ცენტრალური მცველია, სენეგალის 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (19)

  • Zura Gviniashvili
    13 ივნ 2023, 13:35

    აი ტალანტების ყიდვა ბართუშას რომ შეეძლო რავიცი რა.. რომელი ერთ ჩამოვთვალო გინდა ჰოლანდი გინდა მბაპე გინდა ალფონსო დევისი და ა.შ
    თან რომ ახსენდება მბაპესა და დემბელეს შორის არჩევანი დემბელეზე რომ გააკეტეს და მიზეზი ბარსელონას სისტემაში ვერ ჯდებაო ეს რომ დაასახელეს . :((( რამდენი შესაძლებლობა გვქონდაისე.

    ვიდეოს ვუყურე.. არ ვიცი რა კამანდას ეთამაშებოდა მაგრამ ვის წინააღდეგაც თამაშობდა საკმაოდ კარგად თამაშობს.. როგორც ვნახე ცენტრ მცველია და ცენტრალური მცველის კვალობაზე საკმაოდ სწრაფია და ცოტა ტექნიკურიც. დიდი ხანია რასაც ქვია ტალანტი არავინ დაუმატებიათ და იმედია ამ შემთხვევაში შევცდებით და მართლა ტალანტია.. ვნახოთ მოკლედ რა იქნება . ერთი 2-3 წელი უნდა იყოს დუბლებში და გამოჩნდება რა ლეველზეა

  • პეპ გუარდიოლა
    13 ივნ 2023, 02:39

    ტალანტი არს ჩემიფეხებია

  • M10 S9 D11
    13 ივნ 2023, 01:33

    აი აი აი არ დაიღალნენ ამ ვითომ ტალანტების მოყვანით

  • Rick Sanchez
    12 ივნ 2023, 23:27

    იმედია მართლა ტალანტია და არა დემირის ნაირი ქლიბი

  • nika 54
    12 ივნ 2023, 18:19

    კისერზე რო შეხედავ შტანგისტს გავს, იმედია ორთაბრძოლებში შესვლა არ გაუჭირდება.

  • mari
    12 ივნ 2023, 13:34

    ამის ნამეტანი სერიოზულ სახეს რომ ვუყურებ, მგონი არაუხო კვადრატში დადგება, ღმერთმა ქნას..

  • me da barca
    12 ივნ 2023, 10:54

    როგორ მინდოდა ბარსა ბ გასულიყო ფინალში, მაგრამ ჩაი***ს. ფუ თქვენი ….
    ეგდეთ ეხლა სადაც აგდიხართ იმ წუმპეში. ახდა ჩავის სიტყვები.

  • Shakespeare1
    12 ივნ 2023, 09:27

    ანი ბარსა,სად ხარ ჯოკოვიჩს რომ ვეზირს ეძახდი? ეგაა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა გუშინ ოფიციალურად,ფედერერი 10-ზე მეტი სლემით უსწრებდა,მამენტ ნადალიც და ორივეს გადაასწრო,ეგაა ეგ კლასი :)))

  • I.S.
    12 ივნ 2023, 08:11

    ეს თუ მართლა მაგარია, ხორვატიის მეორე დივიზიონის მაჩანჩალა გუნდში (გასავარდნ პლეიოფშია მყარად) რა უნდოდა? არ ვიცი, არ ვიცი… barca-6

  • ♠️Spookyfy♠️
    12 ივნ 2023, 04:03

    Kaia rac meti talanti da axalgazrda mova magas ra jobia,1-2 weli b gundshi da tan dziritad gundsac sheachvion,mere kide amoiweva.

  • Frenkie de Jong 21
    12 ივნ 2023, 02:43

    ციტატა: Golden Boy from Holland F.De Jong
    Xalxi macalisterebs da starebs iformebs da amatma talantio


    სულ პუიოლი და პიკე არ დაიბადება შენი ლოგოკით ნაპოლის კვარა საეთოდ არ უნდა შეემჩნია და ვიგაც სტარი მიეყვანა მაგრამ რა ვერ დაუგო ყველას პირები? რაიცი შენ როგორ ითამაშებს რო გამოუტანე განეჩენი. თან მაგას რო ამბობ სტარის საყიდელი ფული აქვს ბარსას?

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    12 ივნ 2023, 01:52

    Xalxi macalisterebs da starebs iformebs da amatma talantio

  • rivaldo80
    12 ივნ 2023, 00:32

    ამაზე ბევრი ნადირობდა კაი ტალანტიაო იმედია არაუხოსავით გაიხსნება

  • Don_Andresito
    11 ივნ 2023, 23:41

    barca b samarcxvino gundia

  • Maestro 6
    11 ივნ 2023, 23:34

    ციტატა: totti10
    მარად მწვანე ტალანტია ესეც?? სიტიმ 180 მილიონი გამოიმუშავა პრემიერ ლიგა რომ მოიგოო 110 მილიონი კი ლიგა რომ მოიგოო:) ხოლო თასით 14 მილიონიო :)) თან ეს ყველაფერი გირვანქაა. ნეტა ამათსაც 4 წელზე გადაუნაწილებენ???


    რა გიკვირს მადრიდისტა და თან გამოშტერებული პრეზიდენტი ჰყავს ლა ლიგას, ჩაბანძდა ძაან უკვე ეგ ჩემპიონატი, ბარსა და რეალი აცოცხლებს და იმათაც ელ კლასიკოს ვეღარ დაუძახებენო და მარკეტინგულად ძაან ცუდია, აქეთ 3 მილიონი დაენანათ იმ ტექნოლოგიაზე რომლის არქონის გამოც ტიტული დავკარგეთ, პრემიერ ლიგაში ნოტინგემმა ლამის ორი გუნდი ააწყო ერთ ფანჯარაში, იმდენი ფეხბურთელი მოიყვანეს რომ ლა ლიგაში მაგდენის ყოლის უფლებაც არ აქვთ, აქ კიდე რეალი ქაჩავს იმით რომ ძაან კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ თორე ბარსას უკვე უფასო ხალხიც ვერ მოყავთ,თუ არ შეიცვალა რამე ტოპ 5 შიც ვეღარ იქნებიან მგონი

  • PavleG
    11 ივნ 2023, 23:32

    ეს ძაან სერიოზული ბიჭია

  • CHEPE
    11 ივნ 2023, 23:30

    ციტატა: totti10
    მარად მწვანე ტალანტია ესეც?? სიტიმ 180 მილიონი გამოიმუშავა პრემიერ ლიგა რომ მოიგოო 110 მილიონი კი ლიგა რომ მოიგოო:) ხოლო თასით 14 მილიონიო :)) თან ეს ყველაფერი გირვანქაა. ნეტა ამათსაც 4 წელზე გადაუნაწილებენ???


    ლალიგაა ძმაო ძაან დამპალი და ეს ესპანეთი ხომ საერთოდ მანდ ცხოვრება არც ღირს მითუმეტეს ბარსელონა და მადრიდი ულამაზესი ქალაქებია მაგრამ ძაან მოჭერილი ქვეყანაა რეგულაციები და სლეობების ქვეყანა

  • C.PC5
    11 ივნ 2023, 23:11

    იმედია მართლა კაი ბიჭია და ახალ "ტალანტს"არ მიაგნეს ჩვენმა სკაუტებმა როგორც ჩვევიათ😃

  • JasoN
    11 ივნ 2023, 22:56

    ვახ დღეს აბა დამიძინია ნერვიულობის გარეშე