“ბარსელონამ” ექტორ ბელერინის გუნდში დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა და ველოდებოდით, რომ მარკოს ალონსოს შემთხვევაშიც იგივე მოხდებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.
მარკოს ალონსო “ბარსას” ფეხბურთელი დღეს არ გახდება. “ბლაუგრანა” მას ხვალ დაარეგისტრირებს.
Relevo-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, “ბარსას” ალონსოს დარეგისტრირების უფლება მაინც ექნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელმა “ჩელსისთან” კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო თავისუფალი აგენტის დამატება სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც შესაძლებელია.




იმედია არ ვინანებთ არცერთის დამატებას.