მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” კლუბის აქტივების გასხვისების ნებართვა მიიღო, ხოლო უსმან დემბელემ “ბლაუგრანაში” დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა, ჩავი ერნანდესმა ფრანგის შენარჩუნების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა.
Marca-ს ცნობით ჩავიმ კლუბს სთხოვა, უსმანის შენარჩუნებისთვის ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგას. კატალონიელ სპეციალისტს სჯერა, რომ ფრანგი გარემარბი მის გუნდში დიდ როლს ითამაშებს.
“ბარსას” ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ აქტიურობს და დემბელესთვის მანამდე გაკეთებულ შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 11 დღეში ეწურება.
იმის მიუხედავად, რომ გენერალური ასამბლეის დელეგატებმა “ბარსას” აქტივების გასხვისების უფლება მისცა, ფინანსური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა, რადგან კლუბს არც BLM-ის 49% გაუყიდია და არც სატელევიზიო უფლებების ნაწილი. ამ ოპერაციების შესასრულებლად “ბლაუგრანას” ვადა 30 ივნისამდე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, არაა გამორიცხული, “ბარსამ” ჩავის თხოვნა შეასრულოს და დემბელეს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს.
წავა და ათამაშდება, დარჩება და აილეწება ისევ, ასეთი ბედი გვაქვს. კოუტინიო აქ დაინვალიდდა და უმტიტი, სხვაგან 1 თვიანი ტრავმაც აქ ჰქონიათ.
ეე ბიჭო ეს ჩავიც უბერავს, რა პოტენციალს ხედავს დემბელეში საინტერესოა :dd გაყიდონ სახელფასო ბიუჯეტიც შემცირდება ფულსაც აიღებენ და ვინმე ნორმალური თავდამსხმელი მოიყვანონ
იმედია წავა და მოგვშორდება ბოლო ბოლო, ამას რაფინიაც და ფერანიც 10 თავით ჯობიან, 150 თამაში ჩაატარა გუნდში და 32 გოლი აქ მხოლოდ, ამ სეზონში 1 გოლი აქ და ისიც გაუვარდა ყარაულის თოფივით, წავიდეს რა ბოლო ბოლო
არა ძმაო მე ჩავიზე უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა, რას გადაეკიდა ამ დებილს. ყველაზე დიდი ხელფასი აქვს და ყველაზე ნაკლები გატანილი გოლი, ამ დროს დაცვაში კი არა თავდასხმაში თამაშობს. თუ დგას შანსი არ არის რამე მოიგონოს, ერთადერთი შანსია გაქცეულს მიაწვდინონ ბურთი და გრძელი ფეხებით შეიძლება მცველს გაასწროს ოღონდ წინაც თუ მცველი დახვდა მორჩენილია მაგის საქმე. მე ერთი პირობით დავტოვებდი, თუ ხელფასს იმდენივეს დაუნიშნავდნენ რაც პედრის თუ გავის ექნება და რაც მთავარია თავის აგენტს მოიცილებდა, იქნება მერე მაინც დაჭკვიანდეს.
ეს თუ რჩება რაფინია რაღათ უნდათ,დიმკა დაითრიონ უფასოდ და დეპაი გაასუხარონ.ფატი,ტორესი,ობამა,ლევანა,დიმკა და დემბელე.იმენა შავი ჭირია ტიპი.
ელ მაზილაა ტრანსფერმა არია ამას და ბარსას შორის ურთიერთობა. ჯერ მოეწერინებინათ ხელი რო ყურებით ყოლოდათ დაჭერილი და მერე ეჩალიჩათ იმ ცალფეხაზე გეგონება ტაციაობა იყო ფანჯრის გახსნამდევე რო დაითრიეს