workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: ალბათ, ბაიერნში ბოლო მატჩი ჩავატარე

რობერტ ლევანდოვსკი: ალბათ, ბაიერნში ბოლო მატჩი ჩავატარე

“ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე, რობერტ ლევანდოვსკი, “ვოლფსბურგთან” მატჩის შემდეგ, საინტერესო კომენტარს აკეთებს. 

დიდი ალბათობით, “ბაიერნში” ბოლო შეხვედრა ჩავატარე – 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ ასეა.

ჩემთვისა და კლუბისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა გვინდა.

დიახ, ჰასან სალიჰამიჯიჩს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ხელშეკრულებას არ გავახანგრძლივებ და, თუ კლუბი შემოთავაზებებს მიიღებს, უნდა განვიხილოთ.

რა მოხდება, თუ “რეკორდმაისტერი” ყველა წინადადებას დაბლოკავს? გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს, მაგრამ, საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ვნახოთ, რა მოხდება. 

– ციტირებს პოლონელის სიტყვებს ViaPlay.

როგორც ცნობილია, ლევანდოვსკი გერმანულ კლუბში დარჩენას არ აპირებს და “ბარსასთან” 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • nika 54
    schedule 15 მაი 2022, 17:12
    #27

    სადღაც წავიკითხე პსჟ-ს ნდომებია ესეც და ნუნიესიც. მბაპეს დატოვების ყველა შანსი ამოწურეს.

  • geobcn33
    schedule 15 მაი 2022, 15:25
    #26

    თქვა პირდაპირ! თუ არ გამიშვებენ დავრჩებიო და ერთ წელში უფასოდ წავალო, ამით მხოლოდ ბაიერნი იზარალებსო!

  • me da barca
    schedule 15 მაი 2022, 13:31
    #25

    მე მგონი ბაიერნის დაღმასვლა იწყება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 მაი 2022, 10:33
    #24

    ერთადერთი მინუსი ამ ტრანსფერს აქვს ლევანას ასაკი, სხვა არაფერი. გოლებს, რომ შეყრის ვიცით მაგრამ ფლანგები სჭირდება, მე თუ მკითხავთ გოლეადორზე მეტად ფლანგის მცველები და შემტევები გვჭირდება, თორემ შემსრულებელი ობა როა ისეთი უნდა. კარგ პასს თუ უკეთებენ ობამეიანგიც იტანსს და ადამა-დემბელეს ხელში ლევანდოვსკი იდგება ხესავით საჯარიმოში და ჩემს ფეხებს გაიტანს.

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 15 მაი 2022, 10:13
    #23

    ლაპორტა! დაცვას მიხედე, დაცვას.

  • rivaldo80
    schedule 15 მაი 2022, 03:54
    #22

    ტიპები ამ საიტზე ცხოვრობენ დაწერენ უდონო უვიც კომენტარს ისე რომ გამწარონ ბარსას ქომაგები და ამით საზრდოობენ ამით ცხოვრობენ სხვა სააქმე არ გაქვთ? 😂😂😂 ან წადით გაერთეთ რამით დაკავდით.გასაგებია რომ თქვენი გუდნების გვერდები მოსაწყენი და ჩაკუკულია თან თქვენაირ უვიცებს იქ არავინ მოგისმენთ მაგრამ ესე იცხოვრო აქ და წერო სულ ნეგატივი მართლა კომპლექსების ბრალია…🙄 ტიპები აქ იცლებით 😂😂😂😂😂

  • Barca for life
    schedule 15 მაი 2022, 03:33
    #21

    ამ პერიოდისთვის ლევანას დათრევა სწორი მხოლოდ იმის გამო მგონია რო ამ წამს ძალიან უსუსურები ვართ კრიზისში ვართ და ფული არ გვაქვს, სპონსორებთან შეთანხმებებიც ფაქტია ასე სწრაფად არ იდება ხოლო 2 წლის ვადაში უფრო მოსალოდნელია რომ განხორციელდეს და ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, შესაბამისად ახლა როცა ფული არაა 2 წლით მოვა ლევანა ხოლო 2 წლის შემდეგ საკმარისი ფული გვექნება იმისათვის რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ვიფიქროთ.
    სხვა საკითხია როგორ შეგვეწყობა და ა.შ. მაგრამ უდავოა რომ ამ წამს ყველაზე გამტანი ფორვარდია.
    ასევე ნამდვილად არასწორია მესისა და სუას გაშვების შემდეგ მსგავსი ტრანსფერების განხორციელება მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს რომ ფულს არ ვჯვამთ და ახლა ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია.
    ჰოლანდისნაირი ტალანტების ხელიდან გაშვებაზე თუ წუხხართ (მეც ვწუხდი) არ დაგავიწყდეთ რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა და კიდე ბევრი წამოვა ეგეთი პერსპექტიული ტალანტი და სჯობს აქედანვე შევემზადოთ ეგეთების დათრევაზე ვიდრე უსარგებლო იმედები დავისახოთ მაშინ როცა აქეთ გვიწევს ტალანტების გაყიდვა ფულის მოსაზიდად.
    ყველაზე ცუდი ამ საკითხში კი ისაა რომ ლაპორტამ ხალხს ჩააგონა რო მესის დარჩენა და ჰოლანდის დათრევა შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა ვდგავართ სრულიად საპირისპირო სურათის წინაშე და ამისთვის თვალის გასწორება უნდა შევძლოთ, უნდა გადავხარშოთ ის ფაქტი რო 1.3 მილიარდი გვაქ ვალი და ამის ამოქაჩვა ერთი გატკაცუნებით არ ხდება, არც კოუტინიოების და გრიზმანების გაყიდვით არ აღმოიფხვრება ეგ ამბავი მითუმეტეს როცა 20ებში და 40ებში ვყიდით.
    ჰოდა თუ მოდიხარ ლევა მოდი და გვიჯიგრე 2 წელი, მაგაზე მთავარი კიდე დაცვის მოძლიერებაა და იმედია ისევ ალბასა და ალვესის იმედზე არ დატოვებენ გუნდს არც გარსიაზე და არც ბებერ პიკეზე, 3 მცველია მოსაყვანი და მაინც ყველაზე მეტი ლევაზე იწერება, ასეთი უაზრო პოლიტიკის დედაც…