workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგს ბარსელონაში დარჩენა უნდა

ლუკ დე იონგს ბარსელონაში დარჩენა უნდა

ნიდერლანდელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი აცხადებს, რომ ის “ბარსელონაში” მომდევნო სეზონში თამაშსაც ისურვებდა.

31 წლის ფეხბურთელი “სევილიადან” იჯარითაა აყვანილი. კლუბებს შორის არსებულ შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლება არაა ჩაწერილი და ეს ნიშნავს, რომ თუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუნდება, “სევილიასთან” მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. გავრცელებული ცნობებით “ბარსა” დე იონგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

Ziggo Sport-თან საუბრისას, “ბარსელონაში” დარჩენის სურვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ლუკმა ასე უპასუხა:

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი გეტყვით, რომ მას “ბარსელონაში” დარჩენა უნდა. ეს საკითხი, ჩემთვის, საკამათო არაა.

ლუკ დე იონგმა “ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგაში 6 გოლი გაიტანა და ამ გოლებით გუნდს 6 ქულა მოუტანა. ეს ნიშნავს, რომ ნიდერლანდელს მნიშვნელოვანი გოლები გააქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • DesmondHume
    schedule 13 აპრ 2022, 00:05

    ასეთი სტილის მოთამაშე, პლიუს ასეთ დაბალ ხელფასზე, უპრეტენზიო, პროფესიონალი, ჩაუწოდე-გაიტანს ტიპი, გვჭირდება მოკლედ, ჩვენი ჯოკერია ეს კაცი 🃏

  • Don_Andresito
    schedule 12 აპრ 2022, 21:29

    ყოდვა არ ღირს. იჯარის გახანგრძლივება კი ბატონო. სევილია მაინც გააიჯარებს შემდეგ წელს და ბარემ დარჩეს აქ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 აპრ 2022, 15:36

    ციტატა: totti10

    ციტატა: lesane C

    ციტატა: totti10
    დასრჩესო რომ წერთ ბარსელონას მოუწევს მისი ყიდვა და არა უფასოდ კი არ რჩება ამას ახლა სევილია რამდენს დაადებს, თან ხვდება რომ ბარსას ადგება და ბევრჯერ გადაარჩინა და მოაგებინა, ესეც თუ იყიდა ბარსელონა, პლიუს ლევანდოლსკი და ზემოდან დაიტოვა ობამა ბრაიტვეითი რავიცი ნამეტანი ზედმეტი ხომ არაა? ან ამდენი ფული რავიცი გადაიხადო +30 ანებში რავიცი რავიცი


    2023 წლამდე აქ სევილიაშიც კონტრაქტი და ბევრს არ მოითხოვენ, ბრაიტას კიდე უეჭველი ყიდიან, ვფიქრობ დეპაისაც მიაყოლებენ. ასე რომ დაგვჭირდება ეს კაცი

    2023 აქვს ლევანას მაგრამ 60 ად უშვებს ბაიერნი :დ წელს დიდად რამდენად ექცევა ახლა ყურადღება არ ვიცი, თან ისიც უნდა იცოდე რომ დიანახავს სევილია რომ ბარსასთვის კარგია და პროდუქტულია დაადებს მინ 20 თან ასაკიც არაა ისეთი დიდი როგორც ლევანა, აგვისტოში 34 წლის ხდება, მაინც ვერ ვიგებ რათ უნდათ ამდენი ცენტრფოვარდი? ობამა ეს ლევანა ბრაიტა, , როცა დაცვა მოშლილი გარმონივითააა


    მეგობარო ვერ კითხულობ რასაც წერენ? ყიდიან ბრაიტვეიტს, ყიდიან დეპაის, მცველებს ყიდულობენ, ქრისტენსენი იყიდეს, ახლა საუბარი კიდე ბევრ მცველზე იყიდეს და ეს თუ დაიტოვეს და გადაიხადეს 5 მილიონი პრობლემაა რამე? ეს ისედაც მესამე ვარიანტი არის წელს ცენტრფორვარდად, თუ ობამა არ არის ან დეპაი იქნებოდა ან ფერანი,ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ შემდეგ სეზონშიც დარჩება

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2022, 15:01

    მაშინ ობამა უნდა გაუშვან აბა ლევანდოვაკიც თუ მოიყვანეს ომაბაც და ესეც დატოვეს ძაან დომხალი იქნება

    ციტატა: CHEPE
    რა აზრი აქვს ობამა და ლევანა თუ იქნებიან ამის ადგილი აღარც იქნება თან ყიდვა ზედმეტია ამაში ფულის გადახდა


    ლუკი თუ დატოვეა ობამეიანგს გაუშვებენ

  • lesane C
    schedule 12 აპრ 2022, 14:17

    ციტატა: totti10
    დასრჩესო რომ წერთ ბარსელონას მოუწევს მისი ყიდვა და არა უფასოდ კი არ რჩება ამას ახლა სევილია რამდენს დაადებს, თან ხვდება რომ ბარსას ადგება და ბევრჯერ გადაარჩინა და მოაგებინა, ესეც თუ იყიდა ბარსელონა, პლიუს ლევანდოლსკი და ზემოდან დაიტოვა ობამა ბრაიტვეითი რავიცი ნამეტანი ზედმეტი ხომ არაა? ან ამდენი ფული რავიცი გადაიხადო +30 ანებში რავიცი რავიცი


    2023 წლამდე აქ სევილიაშიც კონტრაქტი და ბევრს არ მოითხოვენ, ბრაიტას კიდე უეჭველი ყიდიან, ვფიქრობ დეპაისაც მიაყოლებენ. ასე რომ დაგვჭირდება ეს კაცი

  • davidus2020
    schedule 12 აპრ 2022, 14:14

    არ მგონია ძვირი ღირდეს,იდეალური ზამენა, მითხარით რამდენი წელია არ გვყოლია ასეთი ჯოკერი! არც ის მგონია ამას მაღალი ხელფასი ქონდეს.

  • riva
    schedule 12 აპრ 2022, 14:11

    ისე რა არის არა ფეხბურთი? დეკემბრის ბოლოს არცერთი კულე არ ისურვებდა ამის დარჩენას. ეხლა კი…

    იმის გათვალისწინებით რომ მიზერული ხელფასი ექნება ვფიქრობ იჯარა უნდა გავაგრძელოთ. ყოველთვის გვექნება ზამენაზე ამის იმედი. მითუმეტეს ბარსას სათამაშო სტილიდან გამომდინარე ავტობუსა გუნდებთან საჭიროა

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2022, 13:49

    ასეთი უპრეტენზიო კიდეც უნდა დარჩეს , ტიპი პროფესიონალიზმს ამტკიცებს ყოველთვის. გააჩნია ხელფასი რამდენი აქვს.

  • nika 54
    schedule 12 აპრ 2022, 13:42

    არაა პრობლემა დარჩეს. ოღონდ ყველა დარჩენილ თამაშში ზამენიდან თუ ძირითადიდან თითო გოლი მაინც გაიტანოს და არ არის სავალდებულო ყველა თავით.

  • serafime
    schedule 12 აპრ 2022, 13:32

    Თავით სულ გაიტანს, მთავარია კარგად ჩაუწოდო, იდეალური ზამენაა ამიტომ უნდა დატოვონ.