“ბარსელონას” გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალი მალე გადაწყდება. Sport-ის ინფორმაციით, კლუბი ფრანგის აგენტს, მუსა სისოკოს უახლოეს დღეებში შეხვდება და საბოლოო მოლაპარაკებებს გამართავს.
გამოცემის მიხედვით, “ბარსას” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, 31 იანვრამდე, ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ეს რთული იქნება, ვინაიდან უსმანს კატალონიელთა შეთავაზება არ აკმაყოფილებს. ამის გამო, მატეუ ალემანიმ დემბელეს კლუბის დატოვებისკენ მოუწოდა კიდეც. 24 წლის ფეხბურთელის გარემოცვა კი აცხადებს, რომ ფრანგს “ბარსელონაში” დარჩენა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. მიუხედავად ამისა, შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. თანაც, კლუბმა “ატლეტიკთანა” და “ალავესთან” არგამოძახებით დემბელეს დასჯა უკვე დაიწყო.
Sport წერს, რომ სწორედ მხარეთა მოლაპარაკებებს ელოდებიან მსურველი კლუბები, რომლებიც, იმ შემთხვევაში, თუ უსმანი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მოქმედებას დაიწყებენ. ასეთი კლუბი კი ხუთია.
გასულ ზაფხულს დემბელეს შეძენით ყველაზე მეტად “იუვენტუსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იყვნენ დაინტერესებულნი, რომლებიც მუსა სისოკოსთან კონტაქტში არიან და, ხელშეკრულების არგახანგრძლივების შემთხვევაში, შეთავაზებებიც მზად აქვთ.
ფრანგს მომხიბვლელ კონტრაქს სთავაზობს “ნიუკასლ იუნაიტედი”, თუმცა წყაროს თანახმად, “კოღოს” ზემოხსენებული კლუბების სპორტული პროექტი ურჩევნია. დემბელეს კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, “ჩელსი” ეპატიჟება, რომელიც მზადაა, ის სეზონის ბოლომდე იჯარით, 4 მილიონად, აიყვანოს.
დემბელეს სიტუაციას გასულ ზაფხულს “პარი სენ-ჟერმენიც” აკვირდებოდა, ვინაიდან გუნდი კილიან მბაპეს დაკარგვის საფრთხის წინაშე იყო. დარჩენის მიუხედავად, მბაპეს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, რის გამოც პსჟ უსმანზე კვლავ ფიქრობს.
არსად ეს არ წავა, ეხხლა ეს დარჩება და თებერვლიდან დაიწყებს ამის აგენტი კლუბების ძებნას, ვინც მეტს მისცემს ხელფასს და ბონუსს იქ წავა,, მაგრამ აი რას იზავს დიდი კითხვის ნიშანია, მე მგონია ჩაისვრის ეს უჯიშო.
ბარსა იმ სიკო აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება და საბოლოო მოლაპარაკებებს გამართავსო. მგონი ბარსაში არ იციან რამდენი დღე დარჩა 1 თებერვლამდე. სანამ ესენი თავს მოიფხანენ კი შეგვეტენა ეს დაუნი.
მე მინდა ნიუკასლმა იყინოს და გავარდნენ მერე
წაიღონ რომელიღაცამ