რამდენიმე წუთის წინ ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც “ბარსელონას” კალენდარში ცვლილებებს ეხება.
ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კლუბებს უფლება მისცეს სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებში არ გაეშვათ. ამის მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ამერიკაში გასამართი ბოლო მატჩები ლა ლიგის მე-4 ტურს თითქმის ემთხვევა და რამდენიმე გუნდი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე რჩება.
ლა ლიგის მიერ კლუბებისთვის მიცემული ნებართვა უკანონოდ გამოაცხადა FIFA-მ და ფეხბურთელებს სანქციებით დაემუქრა. შედეგად ესპანელები იძულებულები გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ.
ლა ლიგის განცხადებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს, მანამდე კი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მე-4 ტურში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართავს. საუბარია 8 თამაშის დროის ცვლილებაზე, ხოლო “სევილია”-“ბარსელონასა” და “ვილიარეალი”-“ალავესის” თამაშების უვადოდ გადადებაზე.
“სევილიასა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 11 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული, თუმცა “სევილიადან” 3 ფეხბურთელი, ხოლო “ბარსელონადან” რონალდ არაუხო 9 სექტემბრის ღამეს სამხრეთ ამერიკაში ითამაშებენ, რაც მათ ესპანეთში დროულად დაბრუნებასა და ძალების აღდგენას გამორიცხავს.
მერე ხო გადადეს უკვე.
ეგ ერთი რო დაბრუნებას და აღდგენას ვერ მოასწრებენ და 14 ში უკვე ბაიერნთან როა სათამაშო იმენა კლავენ ტიპებს
გილოცავთ
✅ აიაქსის სპორტული დირექტორის განცხადებით, ნერეშის გუნდიდან წასვლის შანსი მაინც დიდია 🔜
💰 სატრანსფერო ფასი: €20 მილიონი
#POSTVტრანსფერები
აუარადა ფული რო გვქონდეს დაითრევდა კაცი ძაან კლასნია
დაითრიონ ხომ არ უბერავენ ესენი ძაან მაგარი ბიჭია
🚨 აიაქსმა დავიდ ნერეში ტრანსფერზე რამდენიმე კვირის წინ დააყენა, თუმცა დღევანდელ დღემდე ამსტერდამულ კლუბს არანაირი შეთავაზება მიუღია 👀🙅🏻♂️
✅ აიაქსის სპორტული დირექტორის განცხადებით, ნერეშის გუნდიდან წასვლის შანსი მაინც დიდია 🔜
💰 სატრანსფერო ფასი: €20 მილიონი
#POSTVტრანსფერები
აუარადა ფული რო გვქონდეს დაითრევდა კაცი ძაან კლასნია
დააკმაყოფილონ მაგ არაკაცებმა მოთხოვნა,თორემ დავრჩით გარსია-ლენგლეს იმედად და ამოგვტენა სევილიამ.