არგენტინა კოპა ამერიკის ფინალშია!

არგენტინა კოპა ამერიკის ფინალშია!

ლიონელ მესი და მისი არგენტინა კოპა ამერიკის ფინალში არიან!

ნახევარფინალში არგენტინამ ბეწვის ხიდზე გაიარა – კოლუმბიასთან თამაში ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ საქმე მაინც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

შეხვედრის საწყის წუთებში ლეო მესიმ 2 გოლი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიდა. მესის ძალიან კარგ თამაშს ჯერ ნიკო გონსალესის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა, შემდეგ კი ლეოს გარჯა ლაუტარო მარტინესმა დაუფასა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

კოლუმბიამ 61-ე წუთზე გაათანაბრა და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელებს დარჩენილ ნახევარ საათში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

მესიმ თავისი პენალტი უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ გმირად მაინც არგენტინელთა მეკარე ემილიანო მარტინესი იქცა, რომელმაც 3 დარტყმა მოიგერია.

მესიმ, რა თქმა უნდა, სრულად ითამაშა, სერხიო აგუერო კი სათადარიგო იყო.

არგენტინას ფინალში ბრაზილია ელოდებოდა. “სუპერკლასიკო” 11 ივლისს, დილის 4 საათზე გაიმართება.

მიმოხილვა

თერთმეტმეტრიანების სერია

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • kanja
    07 ივლ 2021, 09:47

    ბრავო მეკარე, ბრავო მესი, ბრავო მარტინესი, ბრავო არგენტინა barca-2 barca-5 barca-5 barca-5

  • M10 S9 D11
    07 ივლ 2021, 09:16

    აბა რააა ემილიანოოო ❤️❤️

  • KING_BARCA
    07 ივლ 2021, 07:33

    მესისთვის…😘

  • Johan Cruyff 14
    07 ივლ 2021, 07:32

    ყოჩაღ მეკარეს და წარმატებები არგენტინას <3 <3

  • azulgerana
    07 ივლ 2021, 07:31

    გილოცავთ მესის ფანებო დაე შაბათს მესის პირველი ტიტულის გამარჯვება გეზეიმოთ.