ლეო მესის პირველი კომენტარი ფინალის მოგების შემდეგ

ლეო მესის პირველი კომენტარი ფინალის მოგების შემდეგ

“ბილბაოს” განადგურებისა და ესპანეთის თასის აღმართვის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი, ლეო მესი ჟურნალისტებთან საუბრობს:

ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი გუნდი ამ სიამოვნებას იმსახურებდა. განსაკუთრებული გრძნობა იყო, როდესაც კაპიტნის ამპლუაში პირველი ტიტული ავწიე და თანაც იმ კლუბის მაისურით, რომელსაც ცხოვრება მივუძღვენი.
ფლანგებზე ბურთს დიდი მოთმინებით ვათამაშებდით, რომ მეტოქისათვის საფრთხე შეგვექმნა. 
პირველ ტაიმში თითქოს გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში “ბილბაომ” ტემპს დაუკლო და ჩვენც ამ მომენტით ვისარგებლეთ.
სხვა სეზონებისაგან განსხვავებული სეზონია – ბევრი ცხვლილება მოხდა და შანსი ბევრ ახალგაზრდას ეძლევა. თავიდან დაწყება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა ძლიერდება – რა თქმა უნდა, ლა ლიგის ტიტულისათვის ვიბრძვით. წინ ბევრი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    18 აპრ 2021, 12:13

    ეს პატარა თასიც მატჩის საუკეთესო მოთამაშის მას გადასცეს.

  • ana anukii
    18 აპრ 2021, 02:10

    გრიზმანს გოლი რომარ გაეტანა ვინიცის რა ანგარიში იქნებოდა ახლა… ფაქტია პირველი გოლის გატანა უჭირთ მერე მადა ეხსნებათ… მესის განსაკუთრებით

  • პავლოვიჩი56
    18 აპრ 2021, 01:55

    ეს ერთი და სხვა მრავალი.მარჯი ლეო-ბარსა!

  • C.PC5
    18 აპრ 2021, 01:53

    პირველი რანაირადაა? ლა ლიგის თასი მე მოვიგე 2018/19ში?🤔 ნუ მაინც, ეგ ერთი და სხვა მრავალი, ჯერ არაფერია დასრულებული და იმედია ლა ლიგაც დაემატება მაგას. ისე თასს რომ მოარბენინებდა მაგ მომენტში გამიელვა ლიგის თასიც ასე წამოიღოს თანაგუნდელებისკენ ერთხელ მაინც მეთქი❤️

  • DE PE FA
    18 აპრ 2021, 01:52

    იმედია სამკლაურის წყევლა მოგეხსნა და ხშირად აწევ ხოლმე თასს🙃ლა ლიგა არ გვეკუთნის მაგრამ თუ მოვიგებთ უარს არ ვიტყვი😁პედრი მოგვიკვდება სტადიონზე.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    18 აპრ 2021, 01:51

    როცა ცუდად თამაშობს და არ აკეთებს მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობებისას იმსახურებს კრიტიკას მაგრამ მეფე მაინც მეფედ რჩება რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს.

  • Anano_Ch
    18 აპრ 2021, 01:48

    პირველი ტიტული და არაერთი მიგეყოლებინოს 💙❤️

  • BEQA BARCA
    18 აპრ 2021, 01:44

    ლეოო💜❤ როგორ გაუხარდაა. თუ ლა ლიგასაც მივაყოლებთ არსად არ წავა მეფე❤

  • BaKuRa
    18 აპრ 2021, 01:43

    ლეო თასით ხელში ცალკე სიამოვნებაა🔥❤️❤️

  • M10 S9 D11
    18 აპრ 2021, 01:43

    ბოლო ფრაზა არ მომეწონა ჯერ კიდევ უნდა გაუძღვე წინ ბარსას ლომო