“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე, რომელიც გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა და გუნდურ ვარჯიშს გუშინ დაუბრუნდა, იმედოვნებს, რომ “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მიიღებს.
ვეცდები, “რეალთან” ვითამაშო. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. შევეცდები, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს “რეალია”.
გავხდები თუ არა ოდესმე კლუბის პრეზიდენტი? არ ვიცი, ვიქნები თუ არა პრეზიდენტი… თავს კვლავ ფეხბურთელად ვგრძნობ და ამით ისევ სიამოვნებას ვიღებ.
– ციტირებს პიკეს სიტყვებს TV3.
“ბარსასა” და “რეალის” დაპირისპირება 10 აპრილს გაიმართება. მანამდე 5 დღით ადრე “ბლაუგრანა” “ვალიადოლიდს” შეხვდება.



ითამაშებს რეალთან უეჭველი, რომც კვდებოდეს მაინც
პიკე ნუ ატრაკებ კლასიკოში უნდა იყო აუცილებლად და პრეზიდენტიც გახდები
არადა რა კარგ ფორმაში იყო რო დაბრუნდა.სევილიასთანაც ბოლო წუთზე რამხელა მნიშვნელობის გოლი შეაგდო😍😍
რას ქვია ვეცდები. ვეცდები კი არა უეჭველი
უეჭველი უნდა ითამაშო კლასიკოში ხერარდ
რეალთან:
შტეგო
მინგესა-პიკე-არაუხო
დესტი-დე იონგი-ბუსი-პედრი-ალბა
მესი-გრიზმანი
აუცილებლად უნდა დაბრუნდე და პრეზიდენტიც გახდები ყველა საჭირო თვისებას ფლობ,როგორც პრეზიდენტობისთვის ასევე კაპიტნობისთვის პასუხის გაცემა შენ არ გეშლება,გამხნევება და მოტივაციის მიცემა და თუ საჭირო გახდა შემორტყმაც არ გაგიჭირდება.
არ გვინდა შენი თავდადება, პსჟ-თანაც გვეყო. აღიდგინე ფორმა როგორც წესია, თორემ უკვე დემბელეს ემსგავსები.
ჩემი აზრით კარგი პრეზიდენტი იქნები , ყველაზე უკეთ მიხვდები გუნდს რაც ჭირდება