“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ, რომელსაც ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა, დღეს ვარჯიში განაახლა.
34 წლის ფეხბურთელმა დაზიანება 3 მარტს “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ ესპანელი მოთამაშე ვარჯიშს ვერ ახერხებდა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პიკემ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა. ივარაუდება, რომ იგი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება და მადრიდის “რეალთან” 10 აპრილს გასამართ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
კიდევ უფრო სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება გუნდის კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელთან, სერჟი რობერტოსთან დაკავშირებით. 29 წლის მოთამაშემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ივარაუდება, რომ ის თამაშის ნებართვას მალე მიიღებს.




ისე ამ შაბათს ატლეტიკი და სოსიედადი შარშანდელ გადადებულ თასის ფინალს ითამაშებენ და იმედია სოსიედადი დააჩოქებს იმ ველურებს, ჯერ კიდევ ჩვენთან თამაშში გამოჩნდა, რომ სოსიედადი ჩვენზე მეტად ბილბაოსთან ფინალზე ფიქრობდა, როგორც კომენტატორებმაც აღნიშნეს ყველა ძლიერი ფეხბურთელი არ გამოიყვანეს ტრავმების შიშით იმიტომ რომ ბარსასთან მაინც არ იყო შანსი ფინალი კი მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი ჩვენც გამოვავლებთ პირში ჩალას. ბილბაომ თავის ველურობაზე უნდა აგოს პასუხი.
დონ ანდრესიტოს რომ კითხო მინგესას პიკეს და არაუხოს ერთად თამაში გაუჭირდებათ,მაგრამ შენ არამგონია შეგისწოროს ეგ მარტო ჩემს კომენტარებზე შესწორებების შეტანაზეა ჩაციკლული.
პიკეს დაბრუნება ძაან მაგარი ამბავია.რაც შეეხება რობერტოს ალბათ დესტი სკამს გაახეხინებს
პიკე-არაუხოს დუეტი გვეღირსება იმედია, მაგრამ უდიდესი ალბათობით სამმცველიანით გააგრძელებს კუმანი და მინგესა დაემატება ამათ. არაა ცუდი ვარიანტი.
ვაა ძაან კაი ეს არაუხო მინგესა და ალბა დესტს მივცემდი შანსს ვინც არ უნდა მითხრას დესტს არ ეკუთვნის შანსიო და საერთოდ ბოლოჯერ ვაფრთხილებ აქ ჩემს კომენტატორებს შეეშვით ჩემი ჭკუის სწავლებას.ყველას თავისი აზრი აქვს და ნუ გგონიათ რომ ბიჭების გამოთქმული აზრი შეიძლება იყოს მარტო სწორი და გოგოების მცდარი ეს 21 საუკუნეა რო რამე.
კლასიკოს სასსტარტში დაცვის ტრიო ასეთი უნდა იყოს: არაუხო,პიკე,მინგესა
მთავარია კლასიკო არ წავაგოთ, ფრეც საკმარისია. მთავარია რეალი არ გავუშვათ წინ, ატლეტიკო თვითონ მოიტეხავს კისერს. ბოლო ბოლო ლეო დაურეკავს სუას და ეტყვის ტუ მაინცდამაინც გატანა გინდა ავტოგოლი გააკეთეო, ჩვენი ძმობის ამბავშიო. არ მითხრათ ახლა ნაცნობობა და ძმობა რა შუაშიაო, თუ ლაპორტა აპირებს ძმურად რაიოლას ჰოლანდი მუქთად გამოართვას(აქ ხო წერენ, ამაზე), ლეო რატო ვერ "ჩააწყობს"
პიკე აუცილებლად უნდა იყოს კლასიკოში და კოპას ფინალში. ვალიადოლიდთან არაა აუცილებელი 90 წუთი ითამაშოს.
კლასიკოს აუცილებლად ჭირდება,მუხტიც და გამოცდილებაც,მომავალი პრეზიდენტია ბოლო ბოლო.ეს ლაპორტას გუნდში გაიჩითება და მერე წამოაყენებს თავის კანდიდატურას.თან ბიზნესები აქ.რავი მე ესე ვფიქრობ
კლასიკოზე გვჭირდება აუცილებლად
ელ კლასიკოში კაი იქნება ეს და არაუხო 3 მცველიან ტაქტიკაში
კლასიკოსთვის ხოდზე უნდა იყო პიკე
ძალიან კარგი, კლასიკოში მინგესა პიკე არაუხოს ტრიო გვჭირდება
რეალის მიმართ "სიყვარული" ფეხზე დააყენებს პიკუეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გოლი გაურჭოს კუ რ ტუას.
კლასიკომდე უნდა მოიხოდოს
ტიპი მკვდარი რომ იყოს რეალთან მაინც აღსდგება ისე ძულს რეალი.
ისე პიკეს რეალთან თამაშში თუ ფორმაში იქნება, ყოველთვის კარგად მოქმედებს.
ამის და არაუხოს დუეტი გვჭირდება მომდევნო თამაშებში
ნელ-ნელა ბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები.ამის და არაუხოს დაბრუნება ყველაზე მეტად სასიხარულოა
პიკე გვჭირდება რეალთან