დღევანდელ სავარჯიშო სესიაში თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობა სერჟი რობერტომ მიიღო. “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა ვარჯიში ტრავმის შემდეგ განაახლა, რომლის გამოც თებერვლისა და მარტის რამდენიმე თამაში გამოტოვა.
💪 @SergiRoberto10 fa una part de l'entrenament amb el grup pic.twitter.com/ZMyBaLk1La
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) March 20, 2021
ჟურნალისტ სამუელ მარსდენის ინფორმაციით რობერტო “რეალ სოსიედადთან” ხვალ გასამართ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არ არის, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშის ნებართვას მიიღებს და გუნდის დახმარებას შეძლებს.
სერჟი რობერტოს არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგი ძირითადად სერჟინიო დესტს აბარია, ოსკარ მინგესა კი, რომელიც პირველ გუნდში გამოძახებამდე ძირითადად ამ პოზიციაზე თამაშობდა, საკადრო პრობლემების გამო ხშირად ცენტრალური მცველის მოვალეობას ასრულებს.




ნეტა ყველა მალე დაბრუნდეს, ყველა ფეხბურთელი საჭიროა ახლა, სეზონის ბოლოა და კაცმა არ იცის რა მოხდება
5-1 რეალტან ან 4-0 როგორც მახსოვს მარჯვენა ვინგერად იყო კი. მგონი ლუჩო იყო
ეუჰ დაგვიბრუნდა კედელი
მოსაშორებელია ეს პრახადნოი დვორი მეზიზღება რო ვუყურებ
ეს კარგია, ხვრელების ამოსავსებად დაცვაში იქნება თუ ნახევარდაცვაში, მახსოვს თავდამსხმელადაც ათამაშეს, მე მგონი ვალვერდემ.
პიკე-არაუხო გვინდა მალე
გვეშველა და ეგაა.
ესეც ხრუსტალი გახდა მგონი.
როგორც გავიგე რობოს გაყიდვას უპირებს ლაპორტა კარგი წინადადების შემთხვევაში და არაა ამის გაყიდვა ცუდი ვარიანტი
მთავარია პიკე დაბრუნდეს მალე!!❤💜