კარლეს ტუსკეტსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნასთან ჟოან ლაპორტას ჯერიც დადგა, ინუგურაციაზე საპრეზიდენტო სიტყვამ გაიჟღერა.
სამადლობელი სიტყვა
“მინდა მადლობა გადავუხადო, კლუბის თითოეულ წევრს, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი დამიჭირა და თავდაჯერება შემმატა. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის, ისინი საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ. ჩვენ წინ დიდი გამოწვევა გვაქვს და მზად ვართ ამას უდიდესი პასუხიმგებლობით შევეჭიდოთ, “ბარსელონას” გამარჯვების გზაზე დავაბრუნებთ.”
“მე ყოველთვის დადებით მომენტებს ვიმახსოვრებ, ვარ ოპტიმისტი და ვცდილობ პესიმიზმს თავი ავარიდო. მინდა, რომ მამაცი ვიყო. ყველა თქვენგანმა იცის, თუ როგორი პრეზიდენტი ვარ. ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით და დაგიცავთ. ყოველმა მოთამაშემ და მომსახურე პერსონალმა უპრეზიდენტობის დროს განსაკუთრებულად გამოსარჩევი სამუშაო გასწია.”
ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ
“არსებული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩვენ დიდი ძალისხმევით მუშაობა დაგვჭირდება, ეს მთავარი პრიორიტეტია. მწვერვალზე დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ.”
“ახლა გადაწყვეტილების მიღების ყველა ბერკეტი გვაქვს, ვიქნებით ძალიან თამამები და შემოსავლის ახალ წყაროს ვიპოვით. ტიტულების მოპოვებაც გვსურს. რონალდ, შენ იცი, რომ ჩემგან სრული მხარდაჭერა გაქვს. გვინდა, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე ისევ წარმატებული იყოს.”
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი “ლა მასიას” შეეხება. ძალიან მოტივირებულები ვართ, გუნდმა მოუმატა და ვეცდებით ასეც გავაგრძელოთ. შესაძლოა, შეცდომებიც დავუშვათ, მაგრამ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, ეს რონალდმაც კარგად იცის.”
მთავარი მიზანი და UNICEF-თან თანამშრომლობა
“ჩვენი გულები “ბარსას” გერბის ქვეშ ფეთქავს. ყოველთვის გაოცებული ვიყავი ჟოან გამპერით, ის განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო და “ბარსელონა” მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან დაიხსნა. მე ძველ დევიზს დავაბრუნებ: მუშაობა, მუშაობა, მუშაობა და თავმდაბლობა უპირველეს ყოვლისა. “ბარსელონა” არის მეტი, ვიდრე კლუბი. ჩვენ პლანეტის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში გაგვიცნობენ, გავხდებით გლობალური კლუბი, რომელიც ყოველთვის იქნება თავისუფლებისა და უფლებათა დაცვის მხარეს.”
“როდესაც მაისურებზე UNICEF-ის ლოგო დავიტანეთ, ამას დიდი საზოგადო გამოხმაურება მოჰყვა და თავად ფეხბურთელებიც ბედნიერები იყვნენ. ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს, რომ UN-ის განვითარებას ხელი შევუწყოთ. დავიცავთ მიგრანტებსა და დევნილებს, შევებრძოლებით ბავშვთა სიღატაკეს და ვიქნებით სოლიდარულები მათთან, ვისაც ძალიან ვჭირდებით.”
ლეო მესის შესახებ
საბოლოო ემოციური სიტყვა
“მე ვიღებ პასუხიმგებლობას, რომ ვიქნები ძლიერი ლიდერი. ჩემმა თანაგუნდელებმა ამის უფლება მომანიჭეს და მზად ვართ, დავიცვათ კლუბი ნიბისმიერ დროს, ნებისმიერის წინააღმდეგ, მაშინ როცა ამის საჭიროება დადგება. სწორედ ესაა თავდადება. როგორც ჰიმნში არის ნათქვამი, “ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ.”
“მახსოვს, წლების წინ, “კამპ ნოუზე” ინაუგირაციის დროს მამაჩემის ცრემლიანი სახე. ეს დაუჯერებელი იყო. სადაც არ უნდა, იყო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ისევ იმავეს მივაღწიო.”
ყველას დიდი მადლობა. გაუმარჯობას “ბარსას!” გაუმარჯოს კატალონიას!”




👏👏მის თითოეულ სიტყვაში იკვეთება მისდამი ბარსელონას სიყვარული, მე მჯერა ამ ადამიანის და სულ მალე ისევ ვიხილავთ ბარსელონას რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებდა❤️💪💪
"მახსოვს, წლების წინ, "კამპ ნოუზე" ინაუგირაციის დროს მამაჩემის ცრემლიანი სახე. ეს დაუჯერებელი იყო. სადაც არ უნდა, იყო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ისევ იმავეს მივაღწიო."
მამა დაღუპული ყავს?
ლეოზე რა კარგი რამ თქვა😥😥
🤣🤣🤣🤣🤣🤣
მჯერა ამ ადამიანის
ლეო, რომ ახსენა, მესის სახე დაფარული ქონდა პირბადით, მაგრამ თვალები გაუბრწყინდა აშკარად. ჩემი აზრით დარჩება ლეო, ბართოც უნდა დარჩეს, მაგრამ ციხეში დიდი ხნით.
უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც არ ჭირდება იმას , თუ რასთან გვქონდა საქმე 5 წლისგანმავლობაში და რეალურად როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი . ცვლილებებისა და აღმავლობის , ღირსებისა და ძველი დიდების დაბრუნების დრო დაიწყო .
აბა შენ იცი ლაპორტ, წარმატებები❤💙
ნამდვილი პატრიოტიბდა კარგი პრეზიდენტი ❤❤❤ წარმატებები ლაპორტ 😍😍 ვისკა ბარსა
ლაპორტა მართლა ნამუსზე აგდებს ისეთებს ჩაურტყამს ხოლმე ლეოს 😂😂😂 ეგრე გააგრძელე 💙❤❤