“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატი ჟოან ლაპორტა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
ბრიტანული წყაროს ცნობით, ლაპორტას საზრუნავი, პირველ რიგში, “ბლაუგრანას” კაპიტნის, ლიონელ მესის გუნდში დარჩენაში დარწმუნება იქნება, რის შემდეგაც ჟოანი ტრანსფერებზე გადაერთვება.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ლაპორტას მთავარი სამიზნე “სიტის” შემტევი სერხიო აგუერო იქნება, რომელიც მესის ერთ-ერთი ახლო მეგობარია. 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და ივარაუდება, რომ “ქალაქელები” მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.
გავრცელებული ცნობებით, ჟოან ლაპორტას სამიზნეები, ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტები იქნებიან.
რამდენიმე კომენტარის წაკითხვითაც მივხვდი მაგას და დანარჩენები აღარც წამიკითხავს.დაბალი დონე გულშემატკივრების და საიტიც ანალოგიური.
სულ გააფრინეს, ერთ ღვარძლიანი წერდა ეგ რა ფუნდია უკვე 4 პრეზიდენტი დაუჭირესო. ანუ ის რო მთავრობა არ ვარგა, უნდა თქვა საქართველო ცუდი ქვეყანააო. და მერე პერესს ვინ დაიჭერს აქეთ იჭერს სხვებს.