MD: შესაძლოა, კუმანმა “იუვენტუსთან” რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს

MD: შესაძლოა, კუმანმა “იუვენტუსთან” რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “იუვენტუსთან” მატჩში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ კუმანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ცვლილებებს მეკარიდან დაიწყებს და კარს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, ნეტუ მურარა დაიცავს.

დაცვაში, შესაძლოა, დაისვენონ ჟორდი ალბამ და კლემან ლანგლემ, მათ ნაცვლად კი ჟუნიორ ფირპო და რონალდ არაუხო ან სამუელ უმტიტიც კი ვიხილოთ, თუმცა ლანგლეს სათარიგოთა სკამზე ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ურუგვაელი ცენტრალური მცველი ახალი გამოჯანმრთელებულია, ფრანგის ამბავი კი კვლავ არაა გადაწყვეტილი.

კუმანი ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგის დასვენებასა და, მის ნაცვლად, მირალემ პიანიჩის ან კარლეს ალენიას დაყენებას განიხილავს.

რაც შეეხება შეტევის ხაზს, ლეო მესი ძირითადში იქნება და სანატრელ მესი-რონალდუს დაპირისპირებას ვიხილავთ. არაა გადაწყვეტილი თუ ვინ დადგება მარცხნივ. უსმან დემბელეს გამოკლების შემდეგ, აქ ორი ვარიანტია: პედრი და ფილიპე კოუტინიო.

“იუვესთან” მატჩი, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (14)

  • M10 S9 D11
    07 დეკ 2020, 16:32

    ამან ხომ არ ჩამოცხო რა ფეხბურთელებს დაასვენებს გაიყვანოს ძირითადი კამანდა და ნუ ათამაშებს უკანალს

  • C.PC5
    07 დეკ 2020, 13:18

    რაღა დასვენება ბიჭო. დააყენოს ძირითადი და გვაჩვენოს ბოლოს და ბოლოს რისი თავი აქვთ. ახლა ვიღაც მიაწუწავს კიდე და დაბრალდება მერე. მოსაგებია ეს თამაში თუ რამის ამბიცია აქვს ამ სეზონში კუმანს. ლა ლიგა გავუშვით ფაქქტიურად უკვე და ლიგაზეც რომ არ ვართ მთავარი ფავორიტები ესეც ნათელია. კაი პატარა გუნდებთან არასტაბილურები არიან, მაგრამ ლიგაზე სულ გრანდებთან მოგვიწევს თამაში და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა შეუძლია ამ შემადგენლობას გრანდებთან.

  • El pistolero 9
    07 დეკ 2020, 13:16

    ნეტუ
    დესტი არაუხო უმტიტი ფირპო
    პიანიჩი ალენია
    მესი პედრი კოუტინიო
    გრიზმანი

  • dola777
    07 დეკ 2020, 13:07

    პიანიჩი და პედრი უნდა იყვნენ ძირითადში თუ მოგება გვინდა. კოუტინიო დაახლოებით იმავე ტიპის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ბარსელონაში როგორც ხამესი იყო რეალში. სასტარტოდან დაიწყოს პედრიმ და შეცვლაზე მეორე ტაიმში შემოივდეს კოუტინიო ასე ჯობს, რაც შეეხება პიანიჩს ორმაგად მოტივირებული იქნება იუვესთან და ასეთი ფეხბურთელის გამოყენება აუცილებელია. პედრი კი ძირითადის კაცად ჩამოსაყალიბებლად თუ გვინდა აუცილებელია ბევრ ასეთ თამაშში გამოცდილების მიღება და მომავალი ეტაპებისთვის მომზადება. ახლა დაიწყო სეზონი რა დასვენებებზეა აქ საუბარი ალბაზე კიდე მესმის შემცვლელი არ ყავს უბრალოდ და ფირპოს თამაშს რაც ვუყურე საშინელებაა ამასაც არ ვემხრობი ასეთ თამაშში მის დაყენებას. მოკლედ თამაში მოსაგებია დამაჯერებლად, რომ ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნონ და ჩემპიონთა ლიგაზე დადონ წელს ის შედეგი, რასაც 2015 წლის მერე ველით. ქუთაისის ტორბედო არაა ბარსელონა რო ჩამოწერონ ვიღაც ვიღაცეებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოგვარდეს დაცვის ხაზი ზამთარში და ის მოტივაცია ლეოს მოუვა შემდეგ ეტაპებზე დარწმუნებულივარ. უძლიერესი შემადგენლობა გვყავს და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ვარც როგორც ყოველთვის უბრალოდ ის ნიუანსებია გამოსასწორებელ, რასაც ყოველ თამაშზე ვამბობთ დაცვააა!!!!!

    ხო კიდე მესიზე მინდოდა მეთქვა. ვერგავიგე რა უნდა პირველობა მსოფლიოში კიდე თუ რაშია საქმე ჩემპიონთა ლიგაზე დასვენება აღარ გამიგია დაგეშილია რონალდო გოლს გოლზე იტანს ისეა მოტივირებული და ეს ისვენებს. წინა თამაში მაქვს მხედველობაში. ამხელა კლასის ფეხბურთელია და კარიერის ბოლოსკენ მიდის ახლა უნდა დადოს სანამ შეუძლია რო ის რეკორდები და შედეგები გააუმჯობესოს ,რაც დარჩა ამან თუ ახლა დაიწყო რეგრესი და გაბუტვა და დასვენება კარგად ყოფილა საქმე. გაიხედე რა კარისკენ დაარტყი გაიტანე დაგეშილი იყავი. კუმანის ადგილზე ცენტფორვარდადაც დავაყენებდი ამდენი შემტევის ფონზე და დავავალებდი რაც შეიძლება ბევრი გოლის შეყრას ახლა მაინც არგვაქ ნახევარდაცვაში პრობლემა ცენტრში ჩამოსვლის აუცილებლობა როიყოს.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    07 დეკ 2020, 12:54

    მესი და კოუტინიო თუ ძირითადში იქნა გამოდის 9 კაცით ვეთამაშებით იუვეს. ჯობს ისევ ახალგაზრდებმა ითამაშონ

  • MARI=BARCA-fan
    07 დეკ 2020, 12:48

    ციტატა: madzgara33
    რამ დაღალათ ერთი ეგ გამაგებინა


    …რამ და წაგებებმა!
    ეხლა სხვებმაც წააგონ თუ კარგიაო..
    rage rage rage

  • BEQA BARCA
    07 დეკ 2020, 12:41

    პირველზე უნდა გავიდეთ თორე მეორეზე ისეთები შეგვხვდებიან ჩემს მტერს. ამ იუვეს მგონი გადახალისებულითაც უნდა მოვუგოთ. ..

  • grizmann
    07 დეკ 2020, 12:35

    აუცილებლად პირველზე უნდა გავიდეთ თორე მეორედან ბაიერნი ლივერპული ან ვინმე ძლიერი შეგვხვდება და კიდე ერთ 8-2 ვეღარ გადავიტან

  • მიქატაძე ვაკო
    07 დეკ 2020, 12:17

    GioKakiashvili,
    <3 <3

  • madzgara33
    07 დეკ 2020, 12:15

    რამ დაღალათ ერთი ეგ გამაგებინა

  • GioKakiashvili
    07 დეკ 2020, 12:06

    ციტატა: მიქატაძე ვაკო
    გამარჯობაათ! <3 ახალი ვარ ხოდა რავი რააა <3 იმედია მიმიღებთ 🙂 რაც შეეხება ბარსელონას ვფიქრობ,რომ ლაპორტას მერე საქმე უკეთესობისკენ წავა 🙂 ახლა როა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ისეთ რაღაცებს საუბრობს წარმოდგენა დამეკარგა 🙁 რაც შეეხება მესის.რაგინდათ ამ მესისთან 🙂 წავიდეს,წავიდესო 🙂 5 წელი გუნდის ლეგენდა და ჩემი აზრით,მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეს გაუფლანგეს ტყუილად ეს 5 წელი 🙁 ტიპს შეეძლოო ნებისმიერ გუნდში წასულიყო და ორმაგი ხელფასი მიეღო,მაგრამ ხო ხედავთ არაა?უყვარს ბარსა!! <3 ახლა კუმანი 🙂 მეე მაგალითად ძაან მევასება იმის მიუხედავად,რომ ლა ლიგაში ძაან ცუდად გამოვიყურებით 🙁 კადისთან თამაშის წაგება ლენგლეს ბრალი,რომ იყო არუნდა საუბარი და დაცვა საერთოდ სხვა განზომილებაა 🙁 მინგესა მაგრად შემეცოდა 🙁 არადა კაი ტიპი ჩანს! <3 მე რავიი კუმანის მჯერა და თან თუ ლაპორტა მოვიდა ხო საერთოდ!! <3 კაი წარმატებები აბაა! <3 რავი როიცოდეთ მაინც 16 წლის ვარ 🙂 <3


    სალამი და წარმატებები♥️🙌

  • nikusha
    07 დეკ 2020, 12:02

    ნეტუ
    დესტი-არაუხო-უმტიტი-ფირპო
    პიანიჩი-ალენია
    ტრინკაო-კოუტინიო-პედრი
    მესი

    პიანიჩი-ბუსკეტსი
    კოუტინიო-გრიზმანი
    ტრინკაო-ბრაითვაიტი
    პედრი-ლა დე ფუენტე
    უმტიტი-ლენგლე

  • ANSU FATI 10
    07 დეკ 2020, 11:55

    პრინციპული შეხვედრააბდა ჰანდიკაპით წაგება არავის არ გვაწყობს პირიქით, ის შემადგებლობა უნდა დააყენოს რეალურად რასაც სასტარტოდ განიხილავს.

  • მიქატაძე ვაკო
    07 დეკ 2020, 11:47

    გამარჯობაათ! <3 ახალი ვარ ხოდა რავი რააა <3 იმედია მიმიღებთ 🙂 რაც შეეხება ბარსელონას ვფიქრობ,რომ ლაპორტას მერე საქმე უკეთესობისკენ წავა 🙂 ახლა როა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ისეთ რაღაცებს საუბრობს წარმოდგენა დამეკარგა 🙁 რაც შეეხება მესის.რაგინდათ ამ მესისთან 🙂 წავიდეს,წავიდესო 🙂 5 წელი გუნდის ლეგენდა და ჩემი აზრით,მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეს გაუფლანგეს ტყუილად ეს 5 წელი 🙁 ტიპს შეეძლოო ნებისმიერ გუნდში წასულიყო და ორმაგი ხელფასი მიეღო,მაგრამ ხო ხედავთ არაა?უყვარს ბარსა!! <3 ახლა კუმანი 🙂 მეე მაგალითად ძაან მევასება იმის მიუხედავად,რომ ლა ლიგაში ძაან ცუდად გამოვიყურებით 🙁 კადისთან თამაშის წაგება ლენგლეს ბრალი,რომ იყო არუნდა საუბარი და დაცვა საერთოდ სხვა განზომილებაა 🙁 მინგესა მაგრად შემეცოდა 🙁 არადა კაი ტიპი ჩანს! <3 მე რავიი კუმანის მჯერა და თან თუ ლაპორტა მოვიდა ხო საერთოდ!! <3 კაი წარმატებები აბაა! <3 რავი როიცოდეთ მაინც 16 წლის ვარ 🙂 <3