“კადისთან” მარცხის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი, რონალდ კუმანი ჟურნალისტებთან საუბრობს.
“დღეს ლა ლიგისათვის ბრძოლაში გიგანტური ნაბიჯით უკან დავიხიეთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ… “ატლეტიკოს” ბევრი ქულით ჩამოვრჩებით. თუ გასვლაზე მატჩებთან დამოკიდებულებას არ შევცვლით, სათქმელი არაფერი გვექნება.
როდესაც მოწინააღმდეგე გოლს პირველი იტანს, ყველაფერი რთულდება. კონცენტრაციისა და აგრესიის ნაკლებობის გამო დავისაჯეთ. რთულია დღევანდელი თამაში ახსნა, რადგან კარგი კვირა გვქონდა.
აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, თუ რატომ დავმარცხდით და სუსტი ასპექტები გავაუმჯობესოთ”.
მატჩებში კარგი და ცუდი მომენტები გვაქვს. პრინციპში, საერთო დამოკიდებულება კარგია, თუმცა როდესა უბურთოდ ვართ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ.



dola777,
Gaixare Shen.neta agvavson siurprizebit