გამოცდილი ექიმის, რიკარდ პრუნას “ბარსელონადან” წასვლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
კატალონიური Esport3-ს ცნობით, რიკარდ პრუნასა და “ბარსას” სამედიცინო განყოფილების უფროსს, რამონ კანალს შორის უთანხმობა მაშინ დაიწყო, როდესაც კატალონიელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლეს. რიკარდ პრუნას ჩავი ერნანდესთან ახლო ურთიერთობა აქვს და ვრცელდებოდა ხმები, რომ გუნდში ჩავის მოსვლის შემთხვევაში, რამონ კანალის ადგილს სწორედ პრუნა დაიკავებდა. ამის გამო, კანალმა პრუნა “ბლაუგრანას” პირველ გუნდს ჩამოაშორა.
რიკარდ პრუნა “ბარსელონაში” 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მას ცუდად მოექცა (არ უშვებდა კლუბის ბაზაზე, არ აძლევდა კლუბის პარკინგის გამოყენების უფლებას და ა.შ.), მან მაინც გადაწყვიტა პრობლემების შექმნის გარეშე წასულიყო და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
Espoort3-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩავი ერნანდესმაც: “მიმდინარე მოვლენების გამო ვწუხვარ. როგორც ჩანს, ყველაფერი და ყველა, ვისთანაც რამე მაკავშირებდა, დღევანდელი “ბარსასთვის” მიუღებელია, რაც ჩემში მწუხარებას იწვევს.”
ხო მესის მოყვანილია ეგეც.
წაიკითხეთ ეს სტატია,მშვენივრადაა მასში ყველაფერი. იქნებ ბევრი დააფიქროს ამ საიტზე
👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 👍
100%
My Webpage
წაიკითხეთ ეს სტატია,მშვენივრადაა მასში ყველაფერი. იქნებ ბევრი დააფიქროს ამ საიტზე
სტრუქტურულად ყვეზა დებილურად აწყობილი კლუბი , ვის თავში დაიგეგმა ნეტა , რომ ბარსელონა სააქციო კლუბი ყოფილიყო , სადაც შუსტერი , რომელსაც ბარსელონაშიც უთამაშია და რეალშიც , თავგადაკლული მადრიდისტაა და ამავე დროს ბარსას სოსიო ?! წარმომიდგენია , რამდენი მასეთი ჩანერგილი იქნება , იმიტომაც მიგვდის საქმე კარგად , შუსტერისნაირი ხმას ამოიღებს ბარსელონას დანგრევაზე ?
ვინც ხავის ლანძღავდა, რატომ არ დათანხმდა და არ მოვიდაო, ახლა მაინც თუ ხედავთ რა ხდება კლუბში. თავი და ბოლო ბართო და მისი კლანია. ქართული ოცნებაა ბარსელონაშიც.
ესეც მესის და სუარესის ძმაკაცობის ბრალია და პლიუს იმისი რომ მესი ცუდი კაპიტანია